საქართველოში ბავშვების 28 პროცენტს ჭარბწონიანობა აწუხებს. ბოსტნეულს ყოველდღიურად ბავშვების მხოლოდ 13 პროცენტი იღებს - WHO
ჭარბწონიანობა ბავშვებში
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველოში ბავშვების 28%-ს ჭარბწონიანობა (სიმსუქნის ჩათვლით) აწუხებს, რაც ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია.
ამავე კვლევის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად ხილს ბავშვები საქართველოში მოიხმარენ. თუ პორტუგალიაში ყოველდღიურად ხილს ბავშვების 63 პროცენტი იღებს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 23 პროცენტია. კიდევ უფრო დაბალია ბოსტნეულის მიღების მაჩვენებელი – ბოსტნეულს ყოველდღიურად ბავშვების მხოლოდ 13 პროცენტი იღებს.
ორგანიზაციის “ბავშვთა ასაკის სიმსუქნის ეპიდზედამხედველობის ინიციატივის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ სფეროში ქვეყნის ეროვნული პოლიტიკის არარსებობის პირობებში და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ეს რიცხვი შესაძლოა იოლად გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, მნიშვნელოვან ცვლილებებს შორის მოხვდა საქართველოში ბიჭებს შორის სიმსუქნის გავრცელების მაჩვენებლის ზრდა.
● საქართველოს შსს-მ სამშობიაროებიდან ჩვილების სავარაუდოდ გაყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
● გმირი დედები: ბელარუსი პოლიტპატიმარი ქალების ისტორიები
● სკამის ფეხის თავში დარტყმა, ცივ იატაკზე დაყენება: რა ხდებოდა ნინოწმინდის პანსიონში. ომბუდსმენის ანგარიში
უმეტეს ქვეყნებში ახალი ხილის ყოველდღიური მოხმარება ოდნავ უფრო ხშირი იყო გოგონებში, ბოსტნეულის მოხმარება კი ორივე სქესის შემთხვევაში მსგავსია.
ხილისა და ბოსტნეულის ყოველდღიურად ჭამა უფრო ხშირია მაღალი დონის განათლების მქონე მშობლების ბავშვებში, ვიდრე დაბალი განათლების მქონე მშობლების ბავშვებში, თუმცა ამ მხრივ, გამონაკლისია საქართველო, სადაც არანაირი სხვაობა არ ფიქსირდება.
ანგარიშის მიხედვით, კვლევაში მონაწილე ქვეყნებში 7-9 წლის ბავშვების 29 პროცენტს აწუხებს ჭარბი წონა (მათ შორის სიმსუქნე). ჭარბი წონის გავრცელება უფრო მაღალია ბიჭებში (31 პროცენტი), ვიდრე გოგონებში (28 პროცენტი).