როგორ შეხვდა აზერბაიჯანი 2021 წელს - ვიდეო/ფოტო
პირველად მრავალი ათწლეულის განმავლობაში, აზერბაიჯანში, ახალ წელს ჩვეულებრივად შეხვდნენ – ფეიერვერკებისა და ტრადიციული სადღესასწაულო განწყობის გარეშე. თავისი კვალი დღესასწაულზე დატოვა ცოტა ხნის წინ დასრულებულმა ომმა და კარანტინმა.
აზერბაიჯანმა ყარაბაღის მეორე ომში, 2800-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა და საზოგადოებაში დომინირებდა მოსაზრება, რომ ასეთ დროს დღესასწაულის მოწყობა არ იქნებოდა სწორი.
ასევე, გრძელდება კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული მკაცრი კარანტინის რეჟიმი. ბაქოსა და ქვეყნის დიდი ქალაქების მცხოვრებლებს სახლიდან გამოსვლა დღე-ღამეში ერთხელ, მაქსიმუმ 3 საათით შეუძლიათ – ისიც, SMS ნებართვით. JAMnews-მა მოამზადა ფოტო და ვიდეორეპორტაჟი ბაქოს ქუჩებიდან, რომელიც 2021 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე არის გადაღებული.