კორონავირუსი, ქრონიკა. ინფიცირების ახალი შემთხვევების ანტირეკორდი აზერბაიჯანსა და სომხეთში
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 3 590 711 სულ ინფიცირებულები 914 14 305 21 717 ახალი გარდაცვლილები 0 +7 +14 გარდაცვლილები 14 174 386 გამოჯანმრთელებულები 768 7 768 10 797 -
მორიგი ანტირეკორდი სომხეთში - დღე-ღამეში 711 ახალი შემთხვევა
24 საათის განმავლობაში, კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, სულ, პანდემიის დაწყებიდან 386 ადამიანი დაიღუპა.
სომხეთში, საერთო ჯამში, 21 717 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 10 797 გამოჯანმრთელდა.
დღეს, საავადმყოფოდან გამოწერილ პაციენტთა შორის არის 99 წლის ბაბუ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი.
სომხეთში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივლისამდე გრძელდება.
• ვის და რა დახმარებას უწევენ სომხეთში, კორონავირუსის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად
-
საქართველო: სამი ახალი შემთხვევა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
24 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 914 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2558 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 768 გამოჯანმრთელდა და 14 გარდაიცვალა.
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 3 508 418 სულ ინფიცირებულები 911 13 715 21 006 ახალი გარდაცვლილები 0 +6 +12 გარდაცვლილები 14 167 372 გამოჯანმრთელებულები 768 7 503 10 144 -
დღე-ღამეში, სარეკორდო 508 ახალი შემთხვევა აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 6 ფაქტი დაფიქსირდა.
სულ, პანდემიის დაწყებიდან 13 715 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 167 გარდაიცვალა, 7 503 – გამოჯანმრთელდა.
აზერბაიჯანში, კარანტინი გაამკაცრეს, კვლავ შეაჩერეს მუშაობა ბიზნესებმა და მაღაზიებმა, ბაქოს ყველა შესასვლელი და გასასვლელი ჩაკეტილია, გზებზე პოლიციის საგუშაგოები მოეწყო. მაგრამ ათასობით ადამიანი ცდილობს თავიდან აიცილოს კარანტინი და აკრძალვის მიუხედავად ქალაქებიდან საკუთარი ავტომობილით გარბის და პოლიციასთან კონფლიქტში შედის.
• კორონავირუსის დამალვა თუ იგნორირება? ერთიც და მეორეც! ისტორია ბაქოდან
-
კორონავირუსით ინფიცირების 155 შემთხვევა რუსეთში, პეტერბურგის კლინიკაში, მაგრამ მისი მთავარი ექიმი დააჯილდოვეს
სანქტ-პეტერბურგში, პოკროვსკოის საავადმყოფოში დაინფიცირებული 155 პირიდან, 87 სამედიცინო პერსონალია. გამოძიება ოფიციალურად დაიწყო, ერთ-ერთი ძირითადი, პირველადი დასკვნა – საავადმყოფოს შიგნით ეპიდემიის საწინააღმდეგო რეჟიმის უხეში დარღვევა.
ჯერ კიდევ აპრილში, ამ საავადმყოფოს ექიმები და მედდები დამცავი საშუალებებით დახმარებას ითხოვდნენ და რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელეს.
საავადმყოფოს მთავარი ექიმი, მარინა ბახოლდინა ყველაფერს უარყოფდა. 21 ივნისს კი რუსეთის პრეზიდენტმა მას შრომის გმირის წოდება მიანიჭა „კორონავირუსის წინააღმდეგ თავდაუზოგავი ბრძოლისთვის“.
ამ საავადმყოფოს ექიმი-რეანიმატოლოგი, სერგეი საიაპინი კორონავირუსით სამუშაო ადგილზე დაინფიცირდა. მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მთავარი ექიმის დაჯილდოება ყველა იმ ადამიანის დაცინვაა, ვინც მართლაც იბრძვის ეპიდემიის წინააღმდეგ“.
• მოსაზრება: რუსეთი პუტინისგან დაიღალა
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 2 478 560 სულ ინფიცირებულები 906 13 207 20 588 ახალი გარდაცვლილები 0 +7 +10 გარდაცვლილები 14 161 360 გამოჯანმრთელებულები 761 7 168 9 131 -
სომხეთმა სამედიცინო აღჭურვილობა ჩინეთში შეიძინა
სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 520 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 10 ფაქტი დაფიქსირდა. სულ, პანდემიის დაწყებიდან 19 708 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 320 გარდაიცვალა, 8 854 – გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 13 ივლისამდე გრძელდება.
ერევანში, სატვირთო თვითმფრინავმა ჩინეთიდან სამედიცინო აღჭურვილობა ჩაიტანა, რომელიც ბიუჯეტის ფულით შეიძინეს.
მათ შორის, საავადმყოფოები მიიღებენ ხელოვნური სუნთქვის აპარატებს, სუფთა ჰაერის მიწოდების ინდივიდუალურ აპარატებს, სამედიცინო დამცავ ნიღბებს, სპეცტანსაცმელსა და კორონავირუსის ტესტებს.
• ვის და რა დახმარებას უწევენ სომხეთში, კორონავირუსის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად
-
აზერბაიჯანში, მესამე დღეა, ინფიცირების სარეკორდო დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება
გუშინ, აზერბაიჯანში, კორონავირუსით ინფიცირების სარეკორდო, 491 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ, პანდემიის დაწყებიდან, 12 729 ადამიანი დაინფიცირდა.
ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 6 პაციენტი გარდაიცვალა, სულ, პანდემიის დაწყებიდან 154 ადამიანი დაიღუპა.
6 799 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
აზერბაიჯანში, კვლავ გაამკაცრეს საკარანტინო რეჟიმი. ადამიანებს სახლიდან გამოსვლა ისევ მხოლოდ 2-3 საათით და ისიც მხოლოდ SMS-ნებართვით შეუძლიათ. ეს სისტემა ქვეყანაში 2020 წლის აპრილში მუშაობდა.
აზერბაიჯანში, კარანტინი 1 აგვისტომდე გაგრძელდება.
• კორონავირუსის დამალვა თუ იგნორირება? ერთიც და მეორეც! ისტორია ბაქოდან
-
დღე-ღამეში, ინფიცირების ახალი შემთხვევების სარეკორდო რიცხვი მსოფლიოში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 183 ათასი შემთხვევა დაარეგისტრირა – ეს მთელი პანდემიის პერიოდში, სარეკორდო მაჩვენებელია.
სულ, მსოფლიოში, პანდემიის დაწყებიდან, 9 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში დაფიქსირდა – 55 ათასი, აშშ-ში – 37 ათასი, ინდოეთში კი – 15 ათასი.
პანდემიის დაწყებიდან, მთელ მსოფლიოში, კორონავირუსით გარდაიცვალა 470 804 ადამიანი.
პირველი ხუთი ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობით:
აშშ – 2,356,715
ბრაზილია – 1,086,990
რუსეთი – 584,680
ინდოეთი – 426,910
დიდი ბრიტანეთი – 304,331
• „დარჩით სახლში, არა სასაფლაოზე“ – როგორ უმკლავდებიან ქვეყნები კორონავირუსის ახალ აფეთქებებს
-
კავკასიაში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული წინა მოვლენების ქრონიკა