აფხაზეთში "პოლიტიკური კონტექსტის გამო" საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტი დახურეს
აფხაზეთში, “პოლიტიკური კონტექსტის გამო”, საერთაშორისო ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ პროექტი დახურეს. ხელისუფლებას პროექტის ის ნაწილი არ მოეწონა, რომელიც აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის ინტერკულტურულ დიალოგს ითვალისწინებს.
საუბარია სამ ერთობლივ ტრენინგსა და სემინარზე მოლდოვაში, ავსტრიასა და სომხეთში აფხაზი და ქართველი ახალგაზრდებისთვის.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მსგავსი ინიციატივები „ექსკლუზიურად პოლიტიკური ხასიათისაა და საქართველოს მთავრობის მიზნებს ემსახურება“.
- კომენტარი აფხაზეთიდან: “არ გვინდა, სხვა ქვეყნის ქსეროასლი გაგვხადონ”
- ვინ და რატომ ებრძვის არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთში
- “უკრაინა ომს აგებს. ზელენსკიმ ომი ვერ აიცილა”. ვინ დგას საქართველოში რუსული პროპაგანდის უკან
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროექტის კითხვარში „არასრული ინფორმაცია“ აღმოაჩინა. უწყება ამას „სანდო მონაცემების დამალვად“ მიიჩნევს.
კრემლის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ინალ არძინბას მოსვლით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, 2021 წლის ნოემბერში, აფხაზეთში აკრედიტებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობაზე კონტროლი გამკაცრდა.
ახლა აქ თითოეულმა პროექტმა საგარეო საქმეთა სამინისტროში სავალდებულო დამტკიცების პროცედურა უნდა გაიაროს.
თუმცა, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების სრული კონტროლის ხაზი ინალ არძინბამდეც გამოიკვეთა. უკვე რამდენიმე წელია, პარლამენტი მუშაობს კრემლის ლობირებულ კანონპროექტზე, რომელმაც არასამთავრობო სექტორის საქმიანობა უნდა დაარეგულიროს, ისევე როგორც რუსეთში მიღებულმა კანონმა უცხოური აგენტების შესახებ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო