აფხაზეთში მრავალშვილიანი ოჯახები დაუმთავრებელ კორპუსში შეიჭრნენ
აფხაზეთში მრავალშვილიანი ოჯახები დაუმთავრებელ კორპუსში შეიჭრნენ
20 იანვარს, აფხაზეთში, 29 მრავალშვილიანმა ოჯახმა სოხუმის საცხოვრებელ უბანში საბჭოთა დროიდან დაუმთავრებელი ცხრასართულიანი სახლის ხელში ჩაგდება სცადა, რათა დამოუკიდებლად შეეკეთებინათ და საცხოვრებლად შესულიყვნენ. მანამდე ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას მართავდნენ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდნენ.
ვითარება დროებით მოგვარდა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს საცხოვრებლის საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი უკიდურეს გაჭირვებაში არიან, რადგან მრავალშვილიანი ოჯახები მრავალი წელია ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ, ყოველგვარი იმედის გარეშე, რომ ოდესმე საკუთარ საცხოვრებელს მიიღებენ. ზოგიერთი მათგანი ქირის გადახდასაც კი ვეღარ ახერხებს.
- რა ტერიტორიების და ობიექტების მიღება სურს რუსეთს აფხაზეთისგან. კომენტარი
- “ჩვენ გავაკეთეთ ინფორმაციისა”: სამუშაო მიგრანტების აფხაზეთიდან აფხაზეთიდან
- აფხაზეთი: ბინები როგორც „ომის ნადავლი“ – დაუბრუნებენ თუ არა მათ მფლობელებს?
სახლი, რომლის დაკავებასაც ცდილობდნენ, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, დაახლოებით 30 წელია დაუმთავრებელია.


აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ის მიტოვებულია და არავის ეკუთვნის. თუმცა, აქციის ადგილზე მისულმა მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შენობა არ არის მიტოვებული. ბოლო რამდენიმე წელია, ის იჯარით იყო გადაცემული კომერციულ კომპანიაზე, რომელმაც პირობა დადო მის აღდგენაზე.
თუმცა, გაჭირვებული ოჯახები მაინც დაჟინებით მოითხოვდნენ შენობაში შესვლას, რადგან მათ დაკარგეს რწმენა სახელმწიფოს მიმართ.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. მოქალაქეებმა დაუმთავრებელ მაღალსართულიან კორპუსთან ცეცხლი დაანთეს და განაცხადეს, რომ არსად წავიდოდნენ.

მათთან მოსალაპარაკებლად ქალაქის ლიდერები, პარლამენტის დეპუტატები, სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა მივიდა, რომელსაც თავად აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს მათთან მისულიყო.
მან მოახერხა სიტუაციის განმუხტვა, რადგან შემთხვევის ადგილიდან დაურეკა პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს და შეუთანხმდა, რომ მოლაპარაკებებზე მომიტინგეების წარმომადგენლები მასთან და რამდენიმე დეპუტატთან ერთად მივიდოდნენ.
ამ შეხვედრის შედეგად, ალექსანდრ ანქვაბმა პირობა დადო, რომ შეხვდება 29 ოჯახის წარმომადგენელებს და დაეხმარება ბინის ქირის გადახდაში.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო