აფხაზეთში ავტოავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის გამოქვეყნება შეწყვიტეს
ავტოავარიების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკა აფხაზეთში
აფხაზეთში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტეს. სოციალურ ქსელებში ამას პრეზიდენტის მიერ დიდი ხნის წინ გაცემულ დაპირებას უკავშირებენ, რომლის თანახმად, ეს მაჩვენებელი უნდა განახევრებულიყო.
მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომელსაც ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, სოციალური მედიის მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების საიტზე საგზაო შემთხვევების სტატისტიკას აღარ აქვეყნებს.

აღმოჩნდა, რომ სტატისტიკა აღარ გამოქვეყნებულა 2020 წლის დასაწყისიდან, ანუ მას შემდეგ, რაც აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია გახდა.
ბჟანიას ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება, სწორედ, გზებზე წესრიგის აღდგენა იყო.
სოციალურ ქსელში “გააცოცხლეს” ინტერვიუ არქივიდან, რომელშიც ბჟანია ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების კატასტროფულ მაჩვენებელზე შეშფოთებას გამოხატავდა (ის ამბობდა, რომ ყოველწლიურად აფხაზეთის გზებზე საშუალოდ 60 ადამიანი იღუპება). ბჟანია ამბობდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, სამ წელიწადში ეს მაჩვენებელი განახევრდებოდა.
ანუ, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30 შემთხვევამდე უნდა შემცირებულიყო.
ასლან ბჟანია ამბობდა, რომ თუ ეს ვერ მოხერხდებოდა, პრეზიდენტის პოსტს დატოვებდა.
ავტოავარიების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკა აფხაზეთში
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო