აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული ზრდაა
აფხაზეთში, 1 სექტემბერს დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ერთბაშად 29 ახალი შემთხვევა 194 ადამიანის ტესტირების შედეგების საფუძველზე გამოვლინდა.
წინა რეკორდი, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში დაფიქსირდა, 26 ინფიცირებულს შეადგენდა.
• რას ყვებიან აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული რუსი ტურისტები. ვიდეო
• აფხაზეთში პანდემიის დროს ნარკოტიკებთან ბრძოლის თავისებურებები
• ანტიკრიზისული სოფლის მეურნეობა: ორი ამბავი აფხაზეთიდან
ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში, რომელიც სპეციალიზირებულია კორონავირუსის სამკურნალოდ, 29 პაციენტია მოთავსებული. აქედან 5 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 9 პაციენტი საშუალო სიმძიმისაა.
დღეს აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 359 ადამიანია. აქედან 125 გამოჯანმრთელდა და ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
COVID-19– ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, აფხაზეთის მთავრობა მკაცრი შეზღუდვების რეჟიმის ხელახლა შემოღებას არ აპირებს. თუმცა, შემოღებულია ადგილობრივი საკარანტინო ზომები.
კერძოდ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში, სადაც აგვისტოს ბოლოს ადგილობრივი მკვიდრი კორონავირუსით გარდაიცვალა, კარანტინია დაწესებული, სოფელში შესვლა და სოფლიდან გასვლა აკრძალულია.
გარდა ამისა, იმის გამო, რომ ზოგიერთ მასწავლებელს COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს, იმ სკოლებში, სადაც ისინი ასწავლიან, ახალი სასწავლო წლის დაწყება ერთი კვირით გადაიდო.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო