ვინ და რატომ უტევს ვლადიმირ პუტინსა და მის ნათესავებს
რუსეთში, ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდება სკანდალური პუბლიკაციები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოჯახური ცხოვრების შესახებ. ექსპერტები ამას უკავშირებენ იმას, რომ პუტინი თანამდებობიდან წასასვლელად ემზადება და შემცვლელის ძებნას იწყებს.
ვის იცავს რუსეთის სამხედრო ფლოტი
2020 წლის ნოემბრის შუაში, გამოცემა „პროექტმა“ გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებს, სვეტლანა კრივონოგიხს მიეძღვნა.
როგორც „პროექტი“ წერს, 2000 წლამდე, კრივონოგიხი დედასთან ერთად, კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა.
ახლა კი მისი ქონების მოცულობა – ელიტური უძრავი ქონება, წილი სამთო-სათხილამურო კურორტში და ბანკი „როსიას“ აქციები – 100 მილიონ დოლარს უახლოვდება.
ასევე, კრივონოგიხს ეკუთვნის ბიზნეს-კლასის იახტა. შავ ზღვაში, მას რუსეთის სამხედრო ფლოტის უახლესი ხომალდი აცილებს, რომელიც წყალქვეშა დივერსანტებთან საბრძოლველად არის განკუთვნილი.
„პროექტის“ მიერ გამოკითხული წყაროები ამტკიცებენ, რომ სვეტლანა კრივონოგიხის მოულოდნელი გამდიდრების მიზეზი – ვლადიმირ პუტინთან ახლო ურთიერთობებია.
2003 წელს, სვეტლანა კრივონოგიხს ქალიშვილი შეეძინა. მამა დოკუმენტებში ნახსენები არ არის, მაგრამ აღნიშნულია მამის სახელი – ვლადიმირის ასული.
კრივონოგიხ-უმცროსის მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოები ადასტურებს მის ფენომენალურ მსგავსებას რუსეთის მოქმედ პრეზიდენტთან.
380 მილიონი დოლარის მზითევი
დეკემბრის დასაწყისში, გამოცემამ „Важные истории“ გამოაქვეყნა გამოძიება კირილ შამალოვთან დაკავშირებით – ყველაზე ახალგაზრდა რუსი მილიარდერი.
ამტკიცებენ, რომ ის ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობრის, ნიკოლაი შამალოვის ვაჟი და რუსეთის პრეზიდენტის უმცროსი ქალიშვილის, კატერინა ტიხონოვას ქმარია. შამალოვისა და ტიხონოვას ქორწილის ფოტოსურათი ამას ამტკიცებს, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინს არასოდეს დაუდასტურებია ეს ურთიერთობა.
გამოძიების საფუძველი გახდა კირილ შამალოვის გატეხილი ფოსტა. შეგიძლიათ აქედან გაიგოთ, რომ ის ყოველთვის სარგებლობდა პუტინის ოჯახთან ახლობლობით თავისი და მისი მეგობრების ბიზნესების სასარგებლოდ.
მაგრამ ყველაზე სკანდალური ეპიზოდი დაკავშირებულია იმასთან, რომ ტიხონოვასთან ქორწილის შემდეგ, შამალოვმა უმსხვილესი რუსული ნავთობქიმიური კომპანიის, „სიბურის“ 380 მილიონი დოლარის აქციები შეიძინა. მაგრამ მათში 100 დოლარი გადაიხადა.
გამოცემა „Важные истории“ ამ აქციებს „კატერინა ტიხონოვას მზითევს“ უწოდებს.
2017 წელს, ტიხონოვასთან განქორწინების შემდეგ, შამალოვმა „სიბურის“ აქციები გაყიდა.
ოჯახი – ვლადიმირ პუტინის დაუცველი ადგილია, რომელიც გადადგომას აპირებს
პრეზიდენტი პუტინი არასოდეს საუბრობდა თავისი ოჯახური ცხოვრების დეტალებზე. დადასტურებულად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 2013 წელს ის დაშორდა თავის ცოლ ლუდმილას, რომლისგანაც ორი ქალიშვილი – მარია და კატერინა ჰყავს.
ამის შემდეგ, დროდადრო, ჩნდებოდა ინფორმაცია მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონთან, ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასთან ვლადიმირ პუტინის ახლო ურთიერთობის შესახებ.
კრემლი ყოველთვის უარს ამბობდა ამ საკითხის კომენტირებისგან და ამას პუტინის ახლობლების უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნიდა.
ახლა, ორი კვირის განმავლობაში, ერთდროულად ორი გამოძიება გამოჩნდა მთელი რიგი ფაქტობრივი მტკიცებულებებით, რომელიც პრეზიდენტის უახლოეს ნათესავებს ეძღვნება.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?
რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ, როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინი თანდათანობით ემზადება იმისთვის, რომ დატოვოს რუსეთის პრეზიდენტის პოსტი და სხვა პოზიცია დაიკავოს.
ამას ადასტურებს კონსტიტუციის მუდმივი გადასინჯვა და კანონების მიღება, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევს.
და ამის გამო, მის გარემოცვაში სასტიკი ბრძოლა დაიწყო, თუ ვინ გახდება პუტინის მემკვიდრე. სხვადასხვა დაჯგუფებები, რომელიც ოლიგარქებისა და ძალოვანებისგან შედგება, ამაზე განსხვავებული მოსაზრებების არიან.
ბოლო პერიოდში სკანდალური პუბლიკაციების გამოჩენა – ამ ბრძოლის გამოძახილია. ვინ, ვის კომპრომეტირებასა და რის ჩვენებას ცდილობს ვლადიმირ პუტინისთვის, როგორც ჩანს, გასაგები, გარკვეული დროის შემდეგ გახდება.