საქართველოში ინტენსიური ტესტირება იწყება
დღეიდან 1-ელ თებერვლამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს. დღეში დაახლოებით 20 ათას ტესტს გააკეთდება. ამას დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტებიც. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში.
ამის შესახებ კომენტარი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
“აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, სწრაფი გამოვლენა ინფიცირების შემთხვევების, რაც გულისხმობს, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას”, – განაცხადა სიჭინავამ.
კიდევ რაზე ისაუბრეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ:
● კოვიდვაქცინაცია
სიჭინავამ თქმით კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მიზანია ქვეყანა მომზადებული შეხვდეს კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.
● საქართველოს მოქალაეებსისთვის ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი შემსუბუქდება
ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარს კვეთენ. ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი შემსუბუქდება
ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას. ხოლო ტესტის პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოქალაქეები კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში.
„მოქალაქეებს არ მოუწევთ საკარანტინო სასტუმროებში განთავსება. ვისაც არ ექნებათ თვითიზოლაციის საშუალება, სახელმწიფო უზრუნველყოფს კოვიდსასტუმროებში მათ განათავსებს“, – განაცხადა სიჭინავამ.
● ჯანდაცვის მინისტრი: შეზღუდვების გადახედვა არ მოხდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც.
მისი თქმით, თუ ბიზნეს სექტორს, რაიმე დამატებით კითხვები აქვთ, ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკურ გუნდთან ერთად მათ შეხვდება, თუმცა, შეზღუდვების გადახედვა არ მოხდება.
“ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს არის ის შეზღუდვები, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით ესაჭიროება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
● ახალი ცხოვრება ორი თვით. რა შეზღუდვები დააწესა საქართველოს მთავრობამ
● “საქმიანობა ონლაინ შეუძლიათ” – შრომის ინსპექცია მეყვავილეების აქციას პასუხობს
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაცვალა 39 პაციენტი.
● სულ საქართველოში დადასტურებული: 143 376
აქედან:
● გარდაცვლილი – 1 342
● გამოჯანმრთელებული – 121 621
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 20 387