ვინ არის დამნაშავე წარუმატებელ ომში? ფაშინიანის კომენტარი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა, რომ თავად დაავალა თავის მეუღლეს, ანა აკოფიანს ბუნკერის მონახულება, სადაც ყარაბაღის ომის დროს, სომხეთის თავდაცვის შტაბის თათბირები იმართებოდა. მთავრობის მეთაურის ეს განცხადება არის პასუხი სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კონტროლის სამსახურის ყოფილი უფროსის, მოვსეს აკოფიანის განცხადებებზე.
მანამდე, გენერალ-პოლკოვნიკმა მოვსეს აკოფიანმა ყარაბაღის ომის შედეგებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და სამეთაურო პუნქტში ანა აკოფიანის ყოფნის შესახებ ისაუბრა: აკოფიანის თქმით, პრემიერ-მინისტრის მეუღლე სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა, სადაც სამხედრო თათბირები იმართებოდა და მან სთხოვა, დაეტოვებინა იქაურობა. მისი აზრით, სწორედ ამ ინცინდენტის გამო აუკრძალეს მას თავად სამეთაურო პუნქტში გამოჩენა.
- სომხები ტოვებენ ტერიტორიებს, რომელიც აზერბაიჯანს გადაეცემა. ვიდეო
- ყარაბაღში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა ერევანში. ფოტორეპორტაჟი
რა ილაპარაკა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კონტროლის სამსახურის ყოფილმა უფროსმა
მოვსეს აკოფიანმა პრესკონფერენცია ჯერ კიდევ 19 ნოემბერს გამართა. მაშინ, პრემიერ-მინისტრის ცოლთან დაკავშირებული ინციდენტის გარდა, მან ისაუბრა ჯერ კიდევ შუა ომის დროს საკუთარი განზრახვის შესახებ, თანამდებობა დაეტოვებინა, მაგრამ წასვლა ომის ბოლომდე გადადო. საბოლოო გადაწყვეტილება მან სოციალურ ქსელებში, პრემიერ-მინისტრის სკანდალური ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო, რომელიც ბევრმა სამოქალაქო ომისკენ მოწოდებად აღიქვა.
პრესკონფერენციის დროს, გენერალური შტაბის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებდა, რომ მთელი ომის განმავლობაში სიცრუე ვრცელდებოდა, რამაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.
პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა კომენტარი გააკეთა მოვსეს აკოფიანის გამოსვლაზე. მანე გევორგიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გენერლის ყველა განცხადება განიხილება ცილისწამებისა და ცრუ ჩვენების კონტექსტში და სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაკავდნენ გენერალ-პოლკოვნიკი მოვსეს აკოფიანის განცხადებებით და შეფასება მისცენ მას.
ასევე, პრემიერის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ფაშინიანის გენერლის ბრალდებები გამოგონილად და მიზანმიმართულად მიჩნია და შესაბამის მომენტში, მათზე კომენტარს გააკეთებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ აკოფიანის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას.
მოვსეს აკოფიანის განცხადებების შემდეგ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქმე აღიძრა თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, რამაც ასევე, სერიოზული უარყოფითი შედეგები გამოიწვია. მიმდინარეობს წინასწარი ძიება.
რა თქვა პრემიერმა
ფაშინიანმა მოვსეს აკოფიანის განცხადებებზე კომენტარი 27 ნოემბერს, ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.
პრემიერმა დაადასტურა, რომ ანა აკოფიანი ნამდვილად იმყოფებოდა სამეთაურო პუნქტში.
„ჩემმა მეუღლემ სტეპანაკერტში გენერლები ჩემი დავალებით მოინახულა. პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრის ვიზიტს მხარი უნდა დაეჭირა და აემაღლებინა მეომრების საბრძოლო სული, რომლებსაც მთელი დროის განმავლობაში მხოლოდ ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაქცევის შესახებ ინფორმაცია ესმოდათ“.
თავისი გამოსვლის დროს, ფაშინიანმა აკოფიანი კონტაქტის ხაზის სამხრეთ მიმართულებით საბრძოლო მოქმედებებში მარცხში დაადანაშაულა.
„გენერალი, რომლის უკანონო ქმედებების შედეგადაც ფრონტის სამხრეთ მონაკვეთზე მტერმა გარღვევა განახორციელა, პრესკონფერენციას მართავს და ავიწყდება, რომ რამდენიმე წლის წინ, ის გახდა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 42 მილიონის გაფლანგვის ფაქტზე აღიძრა“.