2019 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა
2019 წელს საქართველოში 1 310.8 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, ყველაზე მეტი თანხა კი საფინანსო სექტორში ჩაიდო.
საქართველოში ჩადებული ინვესტიციების ოდენობით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 236,6 მლნ აშშ დოლარით.
175,3 მლნ აშშ დოლარით მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამეზე – 133,2 მლნ აშშ დოლარით – ირლანდია.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – 272.1 მლნ. აშშ დოლარი საფინანსო სექტორში განხორციელდა.
• როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
მეორე ადგილზე 261.6 მლნ. აშშ დოლარით ენერგეტიკის სექტორია, ხოლო მესამეზე – ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 126.8 მლნ. აშშ დოლარით.