„ბაქოელი ბიჭები“ დახმარებას ითხოვენ
რამდენიმე დღის წინათ ვებგვერდი oxu.az იტყობინებოდა,რომ მათ რედაქციას დასახმარებლად მიმართეს აზერ მამედზადემ, ბახრამ ბაგირზადემ, ჯაბირ იმანოვმა და ტახირ იმანოვმა.ისინი თავიანთი სათქმელის ქვეყნის პრეზიდენტამდე მიტანას ითხოვენ.
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გუნდმა ‘ბაქოელი ბიჭები’ უმაღლეს ლიგაში 1992 წელს მოპოვებული გამარჯვების წყალობით გაითქვა სახელი.ამჟამად გუნდს ‘პლანეტა ბაქოელი ბიჭები’ ჰქვია და თეატრის სახით ფუნქციონირებს. მისი წევრები მართავენ კონცერტებს, იღებენ კომედიებსა და ტელეგადაცემებს.
‘ბაქოელი ბიჭების’ გამოსვლები,ტრადიციისამებრ,პოლიტიკოსებისა და პოლიციელების პაროდიებისა და სოციალურ თემებზე ხუმრობისგან შედგებოდა.90–იანების ბოლოს და 2000–იანი წლების დასაწყისში მათი კონცერტები,როგორც წესი, სრული ანშლაგით მიმდინარეობდა.კონცერტებს ესწრებოდა ჰეიდარ ალიევიც,რომელიც წარმოდგენის დასრულების შემდეგ კულისებში მონაწილეებს ესაუბრებოდა და მადლობასაც უხდიდა საზოგადოების პრობლემების გადმოცემისთვის.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ‘მხიარულთა და საზრიანთა კლუბის’ წევრები სულ უფრო მეტი სიფრთხილით მოქმედებდნენ; სულ უფრო ვიწროვდებოდა იმ ადამიანების წრე, ვისზეც ხუმრობდნენ.მთლიანობაში კი, გუნდი ყოველთვის ლოიალურად იყო განწყობილი ხელისუფლების მიმართ და არასდროს გამოუხატავს სიმპათია ოპოზიციისადმი.
და, მიუხედავად ამისა, ამჟამად მათ ტელეარხ Space-ის ხელმძღვანელობასთან პრობლემები აქვთ.
‘მითხრეს, რომ პოლიციის კრიტიკა არ შეიძლება.ვიკითხე – რატომ არ შეიძლებოდა.90-იანებში შეიძლებოდა,2000-იანებში შეიძლებოდა,2015 წლის თებერვლამდე შეიძლებოდა, და ახლა რატომ აღარ შეიძლება-მეთქი? არ შეიძლება და მორჩაო,–მიპასუხეს.პოლიცის ხელმძღვანელობამ დაგირეკათ-მეთქი?– ვიკითხე’.
‘მიპასუხა, რომ თავად გადაწყვიტეს ასე; და მეც დავინტერესდი _ თუ რატომ გადაწყვიტეს ასე. პასუხად მივიღე, – ‘არ შეიძლება და მორჩა’. სხვებზე ხუმრობა თუ შეიძლება-მეთქი? – ჯერჯერობით სხვებზე შეიძლება,ამათზე – არაო,– ჰყვება ტახირ იმანოვი; – ჩვენი ბოლო ორი კონცერტი ეთერში ვერ მოხვდა.ბოლო წარმოდგენა გაზაფხულზე უნდა ეჩვენებინათ.
იქამდე ერთი კვირის განმავლობაში ანონსებსაც უშვებდნენ, მაგრამ კვირა დღეს АТВ-დან დამირეკეს და მითხრეს:’იმ ეპიზოდებს ამოვჭრით,სადაც მინისტრების ბავშვობას დასცინით,აკრიტიკებთ პოლიციას,საბაჟოსა და საგადასახადოს.’
ქვეყნის ორმა ყველაზე პოპულარულმა არხმა – LiderTV-მ და ANS-მა ‘პლანეტა ბაქოელ ბიჭებთან’ თანამშრომლობაზე უარი თქვა.
‘ჩვენი დღევანდელი ვიზიტის მიზანია,დახმარება გთხოვოთ და თქვენი ვებგვერდის საშუალებით ღრმადპატივცემულ პრეზიდენტსა და პირველ ლედის ჩვენი სატკივარი გავუზიაროთ, – ამბობს აზერ მამადზადე, – ჩვენს კლუბში სამოცამდე ადამიანი მუშაობს,რომლებსაც კუთვნილი ხელფასები ჯერ კიდევ არ მიუღიათ’.
ამგვარად,მსახიობები სახელმწიფოს ხელმძღვანელობისგან დაცვას ითხოვენ და სწამთ,რომ აღნიშნული გაუგებრობა ჩინოვნიკების თვითნებობითაა გამოწვეული.იუმორისტებს ზეწოლაზე მეტად ის აოცებთ,რომ წარსულში,თავად ხელისუფლების მხრიდანაც კი,მათი დიდი აღიარება უეცრად დღევანდელი სავავალო მდგომარეობით შეიცვალა.