თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 3 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს
გაზიარება
გაზიარება
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რასაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვაა.
“ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, აქვთ გარკვეული ვალდებულება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი,” – განაცადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, მკაცრდება კონტროლი და ყველა იმ ადამიანს, რომელიც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, პოლიცია იძულებით კარანტინში გადაიყვანს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 245 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 58 ადამიანი რჩება.