ბელარუსში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ბაქოდან ჩასულ ირანელს აღმოაჩნდა
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბელარუსში. Euroradio– ს ცნობით, 27 თებერვალს ვირუსი ირანელ სტუდენტს დაუდგინდა, რომელიც ბელარუსში ბაქოდან 22 თებერვალს ჩაფრინდა.
• 2-წუთიანი ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან
• როგორ შეხვდა საქართველო კორონავირუსის პირველ შემთხვევას? ხელისუფლების და მოქალაქეების რეაქცია
კორონავირუსის არსებობა დადასტურდა ტესტებით, რომლებიც ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის რესპუბლიკურ ცენტრში ჩატარდა.
პაციენტი და ის პირები, ვინც მასთან კონტაქტობდა, მინსკის ინფექციური საავადმყოფოს დახურულ პალატებში მოათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.
ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ტარდება სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.