საქართველოს მოქალაქე აფხაზეთში ჯაშუშობისთვის გაასამართლეს
აფხაზეთშისაქართველოს მოქალაქე შალვა ხიზანიშვილი ჯაშუშობისთვის გაასამართლეს და რუსეთის სასაზღვრო პოსტის გადაღებისთვის ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ შალვა ხიზანიშვილი დამნაშავედ ცნო აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით (ჯაშუშობა) და 217-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება) გათვალისწინებული დანაშაულებისთვის.
ხიზანიშვილი 2025 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს აფხაზეთის სპეცსამსახურებმა გალის რაიონის სოფელ შაშიკუარაში და ბრალად საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა წარუდგინეს.
საგამოძიებო დოკუმენტების თანახმად, მისი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა სამი შაშხანა ვაზნებით, სამხედრო ზურგჩანთა, რომელშიც საკვები პროდუქტები იყო მოთავსებული, ქართული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნაღდი ფული და ქართული ბანკების საბანკო ბარათები. მის ბაღში, ძაღლის სადგომში ასაფეთქებელი მოწყობილობის შემცველი პაკეტი იპოვეს.
დაკითხვის დროს ხიზანიშვილმა დაადასტურა თავისი კონტაქტები საქართველოს სპეცსამსახურებთან. მან განაცხადა, რომ გადაიღო რუსეთის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი სასაზღვრო პოსტი აფხაზეთში, რისთვისაც ფულადი ჯილდო მიიღო.