მოსაზრება: საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონისთვის აღარ არის სანდო პარტნიორი
გაზიარება
გაზიარება
იან კელის მოსაზრება
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი კავკასიის რეგიონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტს ეხმაურება. მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ვიცე-პრეზიდენტმა თავი აარიდა თბილისს. როგორც კელი განმარტავს, აშშ კვლავ მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობისთვის სამხრეთის დერეფანი მნიშვნელოვანია – თუმცა, არა თბილისის გავლით.
ჯეი დი ვენსის კავკასიური ტურნე 9 თებერვალს დაიწყო. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ჯერ სომხეთში ჩავიდა მეუღლესთან, უშა ვენსთან და შვილებთან ერთად. 10 თებერვალს კი იგი აზერბაიჯანში გაემგზავრა. ჯეი დი ვენსი ყველაზე მაღალი რანგის აშშ-ის ოფიციალური პირია, რომელიც ოდესმე სომხეთში ჩასულა. მანამდე ასეთი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელიც ერევანს 2022 წლის სექტემბერში ეწვია.
იან კელი: “ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი [აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი] თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი პასუხი თემაზე:
„ქართული ოცნების“ მთავრობამ დასავლეთისგან გადახვევა აირჩია. ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, მდივანმა პომპეომ თბილისს მოუწოდა, გაეგრძელებინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დასავლურ კონსორციუმთან პარტნიორობით და აღნიშნა, რომ ჩინეთს „საქართველოს ინტერესები არ ადარდებდა“. რა გააკეთა თბილისმა? გააუქმა დასავლური კონტრაქტი და ის გადასცა კონსორციუმს, რომელშიც ჩინელებიც შედიოდნენ.
პრემიერმინისტრმა კობახიძემ ასევე ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან, ამავდროულად, აშშ-ს „გლობალური ომის პარტიად“ მოიხსენიებდა და ჩინეთს „მშვიდობისა და პროგრესის მოდელად“ ასახელებდა.
ეს ერთადერთი გადაჯგუფება არ არის. მთავრობამ ირანთანაც დაიწყო დაახლოება, კობახიძე და სხვები თეირანში ოფიციალურად იმყოფებოდნენ, წარმომადგენლები კი „აშშ-ის აგრესიის“ მსხვერპლთა სამძიმრის წიგნში აწერდნენ ხელს.
გასაკვირი არ არის, რომ ვიცე-პრეზიდენტმა თავი აარიდა თბილისს. აშშ კვლავ მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობისთვის სამხრეთის დერეფანი მნიშვნელოვანია – თუმცა, არა თბილისის გავლით. საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონისთვის აღარ არის სანდო პარტნიორი. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი არჩევანი გააკეთა და ახლა ამას უნდა შეეგუოს.”