პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა. სამ ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, ხუთს – 2 წლით.
პროევროპულ აქციებზე დაკავებულ ანტონ ჩეჩინს კი 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე და ზვიად ცეცხლაძე მოსამართლემ ციხეში 2 წლითა და 6 თვით გაუშვა.
მათ ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებოდათ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ხოლო მოსამართლემ აღნიშნული მუხლი 226-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან გულისხმობს მასში აქტიურ მონაწილეობას.
თავადაც თქვა ანტონმა, რომ ამ საქმის უკან შეიძლება რუსეთის ინტერესი და მოთხოვნაც იდგეს.
იმედია, რომ მას რუსეთში ექსტრადიციას არ გაუკეთებენ. ამაზე ცალკე საბრძოლო გვექნება.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან 2022 წლის ივლისის თვემდე რუსეთის ფედერაციამ მათი მოქალაქეების საქართველოდან ექსტრადიციის შუამდგომლობით საქართველოს 33-ჯერ მომართა, 29 შემთხვევაში ანუ 90 %-ში საქართველომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მაგალითისთვის, საქართველოდან რუსეთში 2018 წელს 4 პირის; 2019 წელს – 12-ის; 2020 წელს 9 პირის; 2021 წელს კი – 4-ის ექსტრადირება მოხდა,
2022 წლის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო მონაცემებს არ გვაძლევს და დინამიკა როგორია, არ ვიცით.
რუსეთთან ქართული ოცნების თანამშრომლობის ერთ-ერთი ღია პატერნი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობაში ჩანს.”