“ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი ნინო კალანდაძე აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის მიღებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის მტრული აქტი ივანიშვილის “რეჟიმის წინააღმდეგ” და არის მეგობარი აქტი ქართველი ხალხის დასახმარებლად. ამის შესახებ მან გადაცემაში “რეზიუმე“ განაცხადა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI Act 6 მაისს მიიღო. აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. ბოლო ეტაპი კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერაა.
ნინო კალანდაძე: “იშვიათად ვეთანხმები კობახიძეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდა დავეთანხმო – კი ეს არის მტრული აქტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის მტრული აქტი ბიძინა ივანიშვილის დიქტატურული რეჟიმის დამყარების წინააღმდეგ. ეს არის “მეგობარი აქტი” ქართველი ხალხის დასახმარებლად და “მეგობარი აქტი”, რომელმაც საქართველოს სამომავლოდ განვითარების შესაძლებლობა უნდა მისცეს.
MEGOBARI აქტი საჭიროება არ დადგებოდა დღის წესრიგში, რადგან საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ურთიერთობის მრავალ წლეს ითვლიან, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს სტრატეგიული ურთიერთობა კითხვის ქვეშ დააყენა არა ქართველმა ხალხმა არამედ, ბიძინა ივანიშვილმა. მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული მმართველობა ჩაანაცვლოს ავტორიტარული მმართველობით.
ამ ქმედების ნათელი გამოვლინება იყო, მათ შორის, ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გაამწვავა. „ქართული ოცნების“ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში დიქტატურის დამყარება და ძალაუფლების შენარჩუნება. მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზაა, საქართველოში არ იყოს დემოკრატია. ავტორიტარულ მმართველებს სჭირდებათ ავტორიტარული მოკავშირეები და არა დემოკრატიული სახელმწიფოები. როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი, ირანი…
რუსეთს საქართველოში სჭირდება რეჟიმი, რომელიც ძალაუფლებაში იქნება და მის ინტერესებს გაატარებს. საქართველოში კონკრეტული ინტერესი აქვს რუსეთს დერეფნის მიმართ, შავი ზღვის მიმართ და თბილისის კონტროლის მიმართაც.“