"ჩემთვის უჩვეულოა რასაც ვაკეთებ, უბრალოდ, სხვა გზა არ დამიტოვეს" - "ბათუმელების" რედაქტორი
მზია ამაღლობელი
გამოცემა “ბათუმელების” რედაქტორი, ეთერ თურაძე ღამით მარტო დგას თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ და აპროტესტებს მზია ამაღლობელის დაკავებას.
მზია ამაღლობელი პირველი სინდისის პატიმარი, ჟურნალისტი ქალია საქართველოში. დღეს მე-18 დღეა, რაც ის შიმშილობს ციხეში. ის მხოლოდ წყალს იღებს.
“იმ ტიპის შიმშილობა, რაც მან აირჩია, არის ძალიან საშიში მისი ჯანმრთელობისთვის, იმ ფონზე, რომ მას აქვს გარკვეული ქრონიკული დაავადებები”, – ამბობს ეთერ თურაძე ამ ვიდეოში.
ვიდეო მომზადებულია “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” მიერ
მზია ამაღლობელის საქმე
დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ორჯერ დააკავეს.
თავდაპირველად იგი დააკავეს პოლიციის შენობაზე სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. რამდენიმე საათში იგი გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე. მაგრამ, მალევე მზია ამაღლობელი კვლავ დააკავეს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის ღონისძიების სახით მედიამენეჯერს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
რა ხდება ახლა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა და ჟურნალისტი პატიმრობაში დატოვა.
ჟურნალისტი შიმშილობს დაკავების დღიდან, 12 იანვრიდან. მეგობრებმა და კოლეგებმა მას სთხოვეს, შეეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ, ის ამბობს, რომ ასე ებრძვის უსამართლობას:
,,დემოკრატია არ არის საჩუქარი, ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უცნობია. პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა მოკლე, მშრალი, შაბლონური ინფორმაცია. უწყება ამბობს, რომ მზია ამაღლობელი სარგებლობს ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით. და, ამატებს, რომ “ის მოთავსებულია მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში“.
გუშინ, 28 იანვარს, ბათუმელმა ექიმებმა საჯაროდ ისაუბრეს შიმშილობით გამოწვეულ საფრთხეებზე და განმარტეს, რატომ უნდა ხდებოდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი.
მათ თქვეს, რომ შიმშილობის ამ ვადაზე უკვე შესაძლოა განვითარდეს ორგანოების უკმარისობა – გულის, თირკმელების, ღვიძლის და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ირღვევა.
გამოხმაურებები
მზია ამაღლობელის დაკავებას, საქართველოს მასშტაბით, მასშტაბური საპროტესტო აქციები და არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ყოველდღიურად არაერთი განცხადება კეთდება დასავლეთიდანაც.
დღეს, 29 ნოემბერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნა პოსტი, რომლითაც იგი მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს:
„ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღეა. მედიის წარმომადგენლების დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა კიდევ ერთი მაგალითია აქტივისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ მკაცრი რეპრესიებისა. მოვუწოდებთ, მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“, – წერია პოსტში.
Georgia 🇬🇪:
— Norway MFA (@NorwayMFA) January 29, 2025
Day 18 of renowned journalist Mzia Amaghlobeli’s hunger strike. The unjustified pre-trial detention is but one example of the harsh crackdown on media representatives, activists and protesters.
We urge Mzia’s immediate release. pic.twitter.com/lf3NSHr2cG
„გადავარჩინოთ მზია ამაღლობელი. ის არის ჩვენი სინდისი, ჩვენი სახე, ჩვენი სიამაყე რეპრესიების წინაშე, რომელიც ეწინააღმდეგება ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას საქართველო რუსეთში გადაათრიოს“ , – დაწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე
#freeMziaAmaglobeli becomes #saveMziaAmaglobeli on the 17h day of her hungerstrike. She is our conscience, our face, our pride in front of repression, resisting the Ivanishvili regime’s attempt to drag Georgia in Russialand! pic.twitter.com/kZNTt0ka2O
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 29, 2025
28 იანვარს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში.
„ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს შიმშილობის მე-17 დღეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების საფუძველია”, – წერს EU-ის წარმომადგენლობა X-ზე.
🇪🇺EU stands in solidarity with Mzia Amaghlobeli on the 17th day of her hunger strike and calls on her immediate release. Free media and the right to a fair trial is at the core of EU values.
— EU Delegation Georgia 🇪🇺 (@EUinGeorgia) January 28, 2025
@MAmaghlobeli@Batumelebi_ge
@netgazeti https://t.co/YBzBdam9xz
მზია ამაღლობელი