ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები: უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე - Edison Research-ის კვლევის მიგნებები
Edison Research-ის კვლევა
Edison Research-ის ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო არის უმუშევრობა, 45% ფასების ზრდას ასახელებს, 43% კი სიღარიბეს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.
თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?
კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო (რამდენიმე პასუხი), პასუხები ასე გადანაწილდა:
- უმუშევრობა – 47%
- ფასების ზრდა – 45%
- სიღარიბე – 43%
- ოკუპირებული ტერიტორიები – 25%
- ემიგრაცია – 19%
- განათლება – 18%
- ნარკოტიკების უკანონო მოხმარება/გავრცელება – 15%
- ჯანდაცვა – 13%
- რუსების მიგრაცია საქართველოში – 13%
- ომი უკრაინაში – 8%
- ევროინტეგრაცია – 8%
- კორუფცია – 8%
- კრიმინალი – 7%
- გარემოს დაცვის პრობლემები – 3%
ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 86% უჭერს
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 86% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 14% კი წინააღმდეგია. კითხვაზე: რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დაუჭერთ მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდის გამო – 47%
- ეკონომიკური სარგებლის მიღების გამო – 30%
- დემოკრატიის განვითარების გამო – 14%
- საქართველოს ევროპული იდენტობის გამყარების გამო – 9%
● საქართველოს პრეზიდენტი: გავხსნით ორბელიანების სასახლეს – ჩვენი ხმა ევროპას
● ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. რა დათქმები მიიღო ქვეყანამ
● მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას – Edison Research-ის კვლევის მთავარი მიგნებები
პოლიტიკური რეიტინგები
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება – ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
- ქართული ოცნება – 37%
- ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 21%
- საქართველოსთვის – 9%
- ლელო – 5%
- გირჩი/დროა – 4%
- ლეიბორისტული პარტია – 4%
- ხალხისთვის – 4%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
- ალტ-ინფო – 3%
- ხალხის ძალა – 3%
- მოქალაქეები – 3%
- პატრიოტთა ალიანსი – 3%
- ევროპული საქართველო – 1%
- სხვა – 1%
ალოკაცია – ნიშნავს მეთოდს, რომლითაც მკვლევრები სხვა კითხვებზე მიღებული პასუხებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, თუ ვის მისცემენ ხმას რესპონდენტები, რომლებიც არ პასუხობენ კითხვას, თუ ვის უჭერენ მხარს.
მოსახლეობის 80% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას “ნამდვილად აპირებს”
Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80% 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას “ნამდვილად აპირებს”. კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ მონაწილეობას მიიღებთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ნამდვილად მივიღებ მონაწილეობას – 80%
- ალბათ მივიღებ მონაწილეობას – 13%
- ალბათ არ მივიღებ მონაწილეობას – 3%
- ნამდვილად არ მივიღებ მონაწილეობას – 4%
მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 60%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 40% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
მოსახლეობის 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობას, 68%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია. კითხვაზე, გსურთ, რომ ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია (ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში – 68%
- ქართული ოცნება დარჩეს უმრავლესობაში – 32%
აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ჩატარებული Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 67%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები), 33%-ს კი უმრავლესობაში ქართული ოცნების დარჩენა ერჩივნა.
მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 56% ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, 44% კი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს.
● სახალხო დამცველის კონსილიუმი: სააკაშვილი მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს