8 მიზეზი, რატომ არის შემოდგომა საუკეთესო დრო ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად
ხავერდოვანი სეზონი ზღვაზე
ყველა ვერ ახერხებს შვებულების ზაფხულში გატარებას – ზოგს ნანატრი არდადეგები მხოლოდ შემოდგომაზე აქვს, როცა დასვენებული და გარუჯული თანამშრომლები სამსახურებს უბრუნდებიან, ჰაერს კი შემოდგომის სუსხი ეპარება.
არადა, მთელი რიგი მიზეზებით, შემოდგომის შვებულება ან ამ სეზონზე თუნდაც შაბათ-კვირის ზღვის სანაპიროზე გატარება, სინამდვილეში დიდი გამართლებაა.
სასტუმრო „Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti” -სთან ერთად ჩვენ ჩამოვწერთ რვა მიზეზს, თუ რატომ არის შემოდგომა საუკეთესო სეზონი ზღვაზე დასასველებლად.
#1 სიხალვათე ტურისტულ ადგილებში
ახალი სასწავლო წელი დაწყებულია, ტურისტების დიდმა ნაწილმა უკვე ჩაალაგა ბარგი და სახლში დაბრუნდა. შესაბამისად, იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ტევა არ იყო და შეზლონგის ადგილს ვერ იპოვიდით, სიწყნარე და მყუდროებაა. შემოდგომის მზე ჯერ ისევ მწველია, ზღვა კი თბილი. წიგნის კითხვა, საყვარელი მუსიკის მოსმენა თუ უბრალოდ წამით ტკბობა ბევრად სასიამოვნოა, როცა თავს ონავარი ბავშვები არ დაგტრიალებენ და მეზობელ შეზლონგებზე მოკალათებული დაქალების ჭორაობა არ ისმის.
#2. საუკეთესო დრო სპორტისა ან ვარჯიშისთვის
ზაფხულში, როცა ტემპერატურა ლამის ორმოც გრადუსს აღწევს, პროფესიონალ სპორტსმენებსაც უჭირთ ფიზიკური აქტივობა. შემოდგომა მართლაც იდეალური დროა სპორტისა და ვარჯიშისთვის და თუ ამ პერიოდს თქვენი შვებულებაც დაემთხვა, ორმაგად გაგიმართლათ. ამ დროს სხეული თავისით იწევს მოძრაობისკენ. ზღვის სანაპიროზე სეირნობა სისხამ დილით, როცა ჰაერი იოდითაა გაჯერებული, ნაპირთან შემოხეტებული დელფინები და თოლიების კამარა; ტალღების ხმაურის ფონზე მედიტაცია…
სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti -ში, რომელიც ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე უზარმაზარ ტერიტორიაზეა გაშლილი, სხეულის ზაფხულის ძილისგან მოღვიძების სხვა ბევრი საშუალებაა – დაწყებული იოგას კლასებით, დამთავრებული სპორტული დარბაზით, დახურული აუზით, ჩოგბურთის კორტებითა თუ ფრენბურთის, კალათბურთისა და მინი გოლფის მოედნებით. გარდა ამისა, სასტუმროს ტერიტორიაზე ბამბუკების, პალმების, დიდრონი, საუკუნოვანი წიწვოვანების, ვერცხლის ნაძვების და მაგნოლიების დიდი ტყეა.
#3 ლამაზი რუჯი
შემოდგომაზე შვებულების კიდევ ერთი უპირატესობა ლამაზი რუჯია. როცა მზე არც ისე აქტიურია, თუმცა ჯერ ისევ თბილი და ინტენსიური, სწორედ ამ დროს იფერება კანი ყველაზე მდგრადი, შოკოლადისფერი რუჯით, დამწვრობის და კანის აქერცვლის გარეშე.
#4 იდეალური დრო ექსკურსიებისთვის
ზაფხულში, აჭარაში, ზღვის სანაპიროზე დასვენებისას რამდენჯერ დაგიგეგმავთ ახლო-მახლო ექსკურსიები, თუმცა მცხუნვარე მზის გამო გადაგიფიქრებიათ? შემოდგომა გადასარევი დროა ამ გეგმის განსახორციელებლად. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სანახავი არა ერთი და ორია. სასტუმრო „Georgia Palace Hotel & Spa Kobuleti”-ს ადმისნისტრაცია თავიანთ სტუმრებს ურჩევს აუცილებლად მოინახულონ ქობულეთის დაცული ტერიტორიები – ისპანის ჭაობები, კიტრიშის ხეობა; მტირალას ეროვნული პარკი, ქობულეთის მუზეუმი, პერტას ციხე, ხინოწმინდის ტაძარი, ცხემვანის ხიდი და ალი ფაშას წყარო.
# 5 ბიუჯეტური დასვენება
რადგან სეზონი იწურება, ზაფხულთან შედარებით სასტუმროების ფასები ქვემოთ იწევს. „ჯორჯია პალასი ქობულეთში“, რომელიც საუკეთესო ადგილია შემოდგომის შვებულების გასატარებლად, წელს საშემოდგომოდ სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს.
#6 ზრუნვა ჯანმრთელობაზე
“ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი“ ამ მიმართულებით ბევრ სერვისს სთავაზობს სტუმრებს. სპა ცენტრში არა ერთი დასახელების სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურაა. მათ შორის, ექსკლუზიურად ფუნქციონირებს პირველი ინდური პანჩაკარმა სამკურნალო ცენტრი, რომელიც აერთიანებს როგორც სამკურნალო, აგრეთვე სარელაქსაციო მასაჟების ციკლს.
შემოდგომაზე ზღვის სანაპირო სხვადასხვა ქრონიკული დაავადების (ბრონქიალური ასთმა, გულ-სისხლძარღვთა და სხვა) მქონე ადამიანების დასასვენებლად განსაკუთრებულად სასარგებლო ადგილია.
#7. გადაიღეთ #nofilter ფოტოები
ცნობილია, რომ შემოდგომის მზე ფოტოგრაფების საყვარელი განათებაა.
ყველაზე ლამაზი შუქი სწორედ ამ სეზონზე ეცემა დედამიწას. ზღვაში ჩამავალი მზე თითქოს კიდევ უფრო დიდი და ნარინჯისფერია და უფრო მკაფიო და მეტყველ ჩრდილებს ტოვებს. ოქროშეპარული მსუყე პეიზაჟები ხან მშვიდი და ხან აზვირთებული ზღვის ფონზე ფოტომოყვარულებისა და ბლოგერებისთვის ინსპირაციის წყაროა.
#8 და ბოლოს:
იდეა მათთვის, ვისაც შემოდგომაზე შვებულება არა აქვს, მაგრამ ხავერდოვან სეზონზე რამდენიმე დღის ზღვაზე გატარება უნდა.
ახალი სამუშაო წლის დასაწყისი კარგი დროა გასვლითი კორპორაციული ღონისძიების დასაგეგმად – სამომავლო გეგმებზე საუბარი, ახალი სტრატეგიის შემუშავება თუ გუნდის ახალი წევრების გაცნობა ბევრად ეფექტური იქნება არაფორმალურ გარემოში. „ჯორჯია პალასი ქობულეთში“ ყველა პირობაა შექმნილია კორპორაციული ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად – საქმესა და გართობას აქ იდეალურად შეათავსებთ.