არქივი- 27.06.2019 ნიკა მელიას გირაო შეეფარდა. მას არ დააპატიმრებენ გაზიარება გაზიარება თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს, დეპუტატ ნიკა მელიას. მელიას პროკურატურა ბრალად სდებს 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას. თუ დეპუტატს ბრალი დაუმტკიცდა, მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ოცი დღის ვადაში გირაოს სახით 30 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. უკვე ორი დღეა ამ დეპუტატის გარშემო მოვლენები დრამატულად ვითარდება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა მელიასთავის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით. მხოლოდ პარლამენტის თანხმობით შეეძლო პროკურატურას სასამართლოსთვის მიემართა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით. მელიას საკითხზე კენჭისყრა გუშინ, 26 ივნისს შედგა. კენჭისყრას არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დასწრებია. საპარლამენტო უმრავლესობამ 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მელიას დაკავების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს სწორედ დღეს მიმართა, თუმცა მოსამართლე თემურ გოგოხიამ პატიმრობის ნაცვლად მელიას გირაო შეუფარდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ საზოგადოებრივი აღშფოთებისა და წნეხის შემდეგ მიიღო. ფოტო: Patrik Salat, JAMnews
ირაკლი კობახიძე: არ გვაქვს ფუფუნება, რომ საინვესტიციო პროექტზე უარი ვთქვათ, მით უმეტეს, უნაკლო პროექტზე
საქართველო: "ქართული ოცნება“ თავს ესხმის და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება ონლაინ მედიას
SJC: (არასრულწლოვანებზე) კანონპროექტი ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევასა და მდგომარეობის უკუსვლას გამოიწვევს
ივანიშვილმა Credit Suisse-ს დავა ლონდონშიც მოუგო, თუმცა შესაძლოა, სანქციების გამო მან $607 მლნ ვერ მიიღოს

კომენტარი: გზაზე კი აღარ არის საუბარი, უკვე ტროტუარზე გავლას უზღუდავენ მარშის მონაწილეებს, ეს სამართლის რომელ ნორმაში ჯდება?
მოსაზრება: რუსეთთან თავსებადობისთვის კიდევ არაერთი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი და წინ კიდევ ბევრი სამარცხვინო ამბავი გველის