არქივი- 27.06.2019 ნიკა მელიას გირაო შეეფარდა. მას არ დააპატიმრებენ გაზიარება გაზიარება თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს, დეპუტატ ნიკა მელიას. მელიას პროკურატურა ბრალად სდებს 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას. თუ დეპუტატს ბრალი დაუმტკიცდა, მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ოცი დღის ვადაში გირაოს სახით 30 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. უკვე ორი დღეა ამ დეპუტატის გარშემო მოვლენები დრამატულად ვითარდება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა მელიასთავის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით. მხოლოდ პარლამენტის თანხმობით შეეძლო პროკურატურას სასამართლოსთვის მიემართა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით. მელიას საკითხზე კენჭისყრა გუშინ, 26 ივნისს შედგა. კენჭისყრას არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დასწრებია. საპარლამენტო უმრავლესობამ 91 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მელიას დაკავების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს სწორედ დღეს მიმართა, თუმცა მოსამართლე თემურ გოგოხიამ პატიმრობის ნაცვლად მელიას გირაო შეუფარდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ საზოგადოებრივი აღშფოთებისა და წნეხის შემდეგ მიიღო. ფოტო: Patrik Salat, JAMnews
გამოკითხვა: მიაჩნიათ თუ არა აფხაზეთში, რომ რუსეთის სათათბიროს არჩევნებში ხმის მიცემა მნიშვნელოვანია? VIDEO
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა
"კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკავშირი სირიასთან მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს დააყენებს
გამოკითხვა: მიაჩნიათ თუ არა აფხაზეთში, რომ რუსეთის სათათბიროს არჩევნებში ხმის მიცემა მნიშვნელოვანია? VIDEO
"აფხაზეთი 2030 წლისთვის წელიწადში 5 მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს. რატომ არის ეს შეუძლებელი?“ — მოსაზრება
კომენტარი: ადამიანის დაპატიმრება 34 წლის წინანდელ ომზე გაკეთებული მოსაზრების გამო, არის სამართლებრივი აბსურდი