ევროპაში რუსული პროპაგანდა აკრძალულია, მაგრამ ასობით კლონი წარმატებით აგრძელებს მუშაობას
რუსული პროპაგანდა ევროპაში
რუსული პროპაგანდა ევროპაში აკრძალულია, მაგრამ რეალობაში ის მაინც მუშაობს – მედიასა და სოციალურ ქსელებში ათასობით კლონი მრავლდება და თანაც ყველა ძირითად ევროპულ ენაზე, ადგილობრივი საინფორმაციო რესურსების მიბაძვით.
თითქმის ათი წლის განმავლობაში რუსეთი აყალიბებდა თავის „რბილ ძალას“ საზღვარგარეთ. ამ პროპგანანდის მთავარი რუპორი არის Russia Today-ს სატელევიზიო არხები და განსაკუთრებით მრავალფეროვანი Sputnik-ის პორტალები, რომლებიც მაუწყებლობენ საკუთარ ენებზე საქართველოში, აზერბაიჯანსა, სომხეთში – და ევროპის ყველა მნიშვნელოვან ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, სამხრეთ ამერიკაში და აფრიკაშიც.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გადაწყდა პროექტების დაბლოკვა ევროკავშირში – ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებმა შეზღუდა წვდომა საიტებზე, რომლებიც დეზინფორმაცაის ავრცელებდა. მოგვიანებით კი შეუძლებელი გახადა პროექტებთან დაკავშირებული კომპანიების მუშაობა.
მაგრამ გამოდის, რომ ეს ყველაფერი ფორმალურად კეთდება.
რუსული პროპაგანდისტული რესურსები კვლავ მუშაობს და იზიდავს თავის აუდიტორიას ევროპაში. Euroradio-მ გააანალიზა ზუსტად როგორ ხდება ეს.
- დასავლეთი თუ რუსეთი? რას და რატომ ირჩევენ სამხრეთ კავკასიაში
- “პედოფილი, განავლის მწმენდავი, ჩაძაღლდეს” – რუსეთში მიიღეს სიტყვების სია, რომელთა გამოყენება აკრძალულია პუტინთან მიმართებით
- NYT: როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში საქართველოს გავლით
ჩვეულებრივი მოვლენაა ერთი და იმავე რამის დუბლირება, სახელის შეცვლით
სახელმწიფო რუსული მედიის პროექტებმა უკრაინაში აგრესიამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეს გამოსავლის ძიება, რადგან დასავლეთში მათი ბიუროების მიმართ კითხვები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა.
მაგალითად:
2021 წელს Sputnik დაბლოკეს ესტონეთში. მაგრამ ფაქტობრივად რამდენიმე კვირაში იქ გამოჩნდა თითქოსდა დამოუკიდებელი მედია Sputnik Media – იმავე ხალხის ხელმძღვანელობით, იგივე დიზაინით და იგივე დღის წესრიგით.
ეს გამოცდილება წარმატებით იქნა გამოყენებული მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება 2022 წლის მარტში ვებგვერდების დაბლოკვის შესახებ. უკვე 5 მარტს დარეგისტრირდა დომენი ინგლისურენოვანი Russia Today-ის. დასავლური მარეგულირებელი არც კი შეშფოთებულა, როცა ახალ რეგისტრაციაში მფლობელი იყო “ტვ-ნიუსი”, რომელიც RT-ის იურიდიული პარტნიორია. იქ მოცემული ელფოსტაც კი Russia Today-ის კორპორატიული ფოსტაა.
2022 წლის აპრილში მსგავსი კლონი გამოჩნდა RT-სა და Sputnik-ისთვის გერმანულად. მას ეწოდა SNA, ან Sputnik News Agency. აქ მხოლოდ შინაარსი კი არა, დიზაინიც იგივეა. პორტალი ასევე ფართოდ არის ხელმისაწვდომი ევროკავშირის მასშტაბით.
- ზელენსკიმ ალიევს დაურეკა. რას ნიშნავს ეს? კომენტარი ბაქოდან
- მოსაზრება: ასლან ბჟანიას სურს გახდეს “აფხაზი პუტინი”
- მოსაზრება: რა იმალება მოსკოვის კომპლიმენტების უკან
შვილობილი პროექტები
პარალელური პროექტები ხელს უწყობს გერმანულენოვანი RT და Sputnik-ის პოპულარიზაციას. გერმანიაში ეს არის Anti Spiegel პორტალი თვეში 1,7 მილიონი ვიზიტორით და Kontrafunk რადიო. ოფიციალურად, მათ არაფერი აქვთ საერთო რუსეთთან, მაგრამ RT Deutsch-ის ბევრი ყოფილი თანამშრომელი სწორედ აქ მუშაობს, ყველაფერზე პასუხისმგებელი კი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აქტივისტია, რომელიც რუსეთს თანაუგრძნობს.
Kontrafunk-ის ერთ-ერთი უახლესი გადაცემა იუწყება, რომ „ქვიარ იდეოლოგია იყენებს ჰომოსექსუალებს პოლიტიკური მიზნებისთვის“ და სწორედ ის არის მიზეზი ევროპული პოლიტიკის ყველა უარყოფითი მხარის.
სოციალურ ქსელებში სხვა ბევრი პროექტის პოპულარიზაცია ხდება. იმავე ტვიტერმა წაშალა RT-სა და Sputnik-თან დაკავშირებული ოფიციალური ანგარიშები, მაგრამ აქაც იგივეა – შეგიძლიათ იპოვოთ ათობით – თუ არა ასობით – იგივე ტიპის ანგარიშები.
სხვა მაგალითი:
ევროკავშირში Sputnik ან RT თემები Telegram-ში არ არის ხელმისაწვდომი – ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. მაგრამ სხვა არხები შეიქმნა და აქტიურად მუშაობს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. მაგალითად, ერთ-ერთ მათგანს, გერმანულენოვანს, ჰქვია “ცენზურის გარეშე”. ის გვთავაზობს ბოტის გამოწერას, რათა საჭიროების შემთხვევაში გაეცნოს სხვა „სიახლეებს“ და თემებს, და ასევე ხელს უწყობს რუსული VPN სერვისების პოპულარიზაციას.
რუსი პროპაგანდისტები ცდილობენ იპოვონ YouTube-ის შემცვლელი, სადაც მათ აქტიურად ბლოკავენ. RT იწვევს მაყურებლებს გამოიყენონ ევროპასა და აშშ-ში ხელმისაწვდომი რამდენიმე პლატფორმა, როგორიცაა მაგალითად Odysee ვიდეო ჰოსტინგი.
თითქოს აქცენტი აფრიკაზეა, ფაქტობრივად კი ევროპაზე
ევროპაში დაბლოკვის შემდეგ სააგენტო Sputnik-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოავლინა: საკუთარ საიტებზე გამოჩნდა ფრანგული და ესპანური ვერსიები, რომლებიც, სავარაუდოდ, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაზეა ორიენტირებული.
პირველს Sputnik Africa ჰქვია. მეორე, სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკისთვისაა. თუმცა, იქაც შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი პუბლიკაცია დეზინფორმაციით რუსეთის, უკრაინისა და ევროპის შესახებ.
ესპანურენოვანი Sputnik მხოლოდ მის ოფიციალურ ვებსაიტზე შვიდ მილიონზე მეტ ნახვას აგროვებს – ძირითადად მექსიკიდან და არგენტინიდან, მაგრამ ასევე ესპანეთიდან, სადაც ის ფორმალურად დაბლოიკილია.
ზოგადად, ვიზიტორთა ნახევარზე მეტს აქვს ფრანგულენოვანი პროექტი მხოლოდ საფრანგეთიდან – და მხოლოდ 5,18 პროცენტს ბურკინა ფასოდან.
რამდენიმე მარტივი მანიპულაცია, სახელის მცირე ცვლილებები საშუალებას აძლევს რუსულ პროპაგანდას შეინარჩუნოს სხვადასხვა პლატფორმებზე მაუწყებლობა – მაგალითად, TikTok-ში, სადაც Sputnik-ის ოფიციალური ანგარიშები დაბლოკილია. გარდა ამისა, ყველაფერი – როგორც კლონები, ასევე რუსი პროპაგანდისტების „ახალი პროექტები“ – ხელმისაწვდომია Google-ის სერვისებზე, სადაც უზარმაზარი თანხები იდება მათ რეკლამაში და საბოლოოდ იღებენ ისინი გადიან ახალ აუდიტორიაზე.
ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსული დეზინფორმაციული ქსელების შეზღუდვის შესახებ განხორციელდა, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად.