11 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 233 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4672 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 373 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 54 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
covid-19-ით დაავადების ახალი შემთხვევები ლენტეხსა და თერჯოლაში დაფიქსირდა. კორონავირუსით ახლად დაინფიცირებულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.