ბიშკეკში ავიაკატასტროფის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა
წინასწარი მონაცემებით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ბიშკეკში, ყირგიზეთის დედაქალაქში თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის მიერ დაქირავებული სატვირთო თვითმფრინავი Boeing-747-400-ის ჩამოვარდნის შედეგად. თვითმფრინავი, რომელიც ჰონგკონგიდან ბიშკეკში მიფრინავდა, სააგაკო დასახლება Дача-Суу-ში საცხოვრებელ სახლებს დაეცა, აეროპორტ მანასის ასაფრენი ბილიკიდან 1,5-2 კმ-ის დაშორებით. დაღუპულთა უმრავლესობა დასახლების მკვიდრია.
კატასტროფის შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, მათ შორის 10 კაცია, 9- ქალი და 13 ბავშვი, – აცნობა „ინტერფაქსს“ ყირგიზეთის საგანგებო სქმეთა სამინისტრომ.
როგორც ТАСС-ს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მანამდე აცნობეს, რვა ჰოსპიტალიზებული ადამიანი ავარიის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია, მათ შორის ექვსი – ბავშვია. როგორც გაირკვა, Boeing-ის პილოტი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მისი ტრვმები იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ ის საავადმყოფოში გადაყვანისას გზად გარდაიცვალა.
ყირგიზეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააზუსტა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ეკუთვნოდა თურქეთში დარეგისტრირებულ კარგო-ოპერატორ ACT Airlines-ს. თვითმფრინავი დაიქირავა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა. ტრანსპორტისა და გზების მინისტრის ჟამშიტბეკ კალილოვის თქმით, წინასწარი ვერსიით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი „მანასის“ აეროპორტის დასაფრენ ზოლს ასცდა. თვის მხრივ, წყარომ აეროპორტ მანასიდან „ინტერფაქსს“, რომ თვითმფრინავი, შესაძლოა, ძლიერი ნისლისგან გამოწვეული დასაფრენ ზოლს ცუდი ხილვადობის გამო ასცდენოდა .