21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა.
მესტიასა და ლენჯერში ინტენსიური ტესტირება ისევ გაგრძელდება.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მესტიაში შესვლა და გასვლა 10 აგვისტოს, მას შემდეგ შეიზღუდა, რაც სოფელ ლენჯერში 16 ადამიანს covid-19 დაუდგინდა. აიკრძალა სოფლებს შორის მიმოსვლაც.
10 აგვისტოდან დღემდე მესტიის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, გამოკვლეული მოქალაქეებიდან არცერთს არ აღენიშნებოდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
მისი თქმით, ამ დროისთვის მესტიაში 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფება კარანტინში.