ოსი მოკრივე სოჭში კუბელ მეტოქეს შეხვდება
3 თებერვალს სოჭში ოსი მოკრივე მურატ გასიევი , რომელიც IBF-ის ტიტულის მფლობელია, და WBA Super ქამრის მფლობელი, კუბელი დორტიკოსი მსოფლიო საკრივო სერიის მეორე ნახევარფინალში (WBSS) ერთმანეთს შეხვდებიან.
ამ ოთაბრძოლას, უკვე დიდი ხანია, არამხოლოდ ოსი გულშემატკივრები, არამედ კრივის მოყვარულები და სპორტსმენებიც ელოდებიან.
თანამემამულის მხრდასაჭერად მთელი ოსეთიდან შვიდი ათასზე მეტი გულშემატკივარი გაემგზავრება. მათ შორის სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და ახალგაზრდა სამხრეთელი ოსი სპორტსმენებიც იქნებიან.
მურატ გასიევის იუნიორ დორტიკოსთან შეხვედრის ტრანსლირება ცხინვალში კაფე „Vincenzo“-ს დიდ ეკრანზე მოხდება. როგორც ამ დაწესებულების მფლობელმა და სამხრეთ ოსეთის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა ალბერტ ვალიევმა JAMnews-ს განუცხადა, ორთაბრძოლა მოსკოვის დროით, ღამის პირველ საათზე დაიწყება. „მაგრამ ჩვენ ტრანსლაციას 20.00 დავიწყებთ. წასული გამოცდილების გათვალსიწინებით, ჩვენი შესაძლებლობები გავაფართოვეთ, დიდი ტელევიზორი, პროექტორი შევიძინეთ. ყველა მსურველს კაფე „ვინჩენცოში“ ვეპატიჟებით“, – თქვა ვალიევმა.
ამ დღეებში ფეისბუკში ოსები მთელი მსოფლიოდან წერენ კომენტარებს მურატ გასიევისთვის წარტმატების სურვილით და მისი გამარჯვების იმედს გამოთქვამენ.
გასული წლის ოქტომბერში გასიევმა WBSS-ის მეოთხედფინალში ნოკაუტით დაამარცხა WBC და IBF ექს-ჩემპიონი, პოლონელი კშიშტოფ ვლოდარჩიკი. დორტიკოსმა სექტემბერში ტურნირის იმავე სტადიაზე რუსი დმიტრი კუდრიაშოვი დაანოკაუტა.
24 წლის გასიევს აქტივში პროფესიონალურ რინგზე ზედიზედ 25 გამარჯვება აქვს (მათ შორის 18 – ნოკაუტით). 31 წლის დორტიკოსის ანგარიშზე 22 ორთაბრძოლაში 22 გამარჯვება აქვს (მათ შორის 21 – ნოკაუტით).
მსოფლიო კრივის სუპესერიის ტურნირი 2017 წლის სექტემბერში დაიწყო და 2018 წლის მაისში დასრულდება. მისი საპრიზო ფონდი 50 მილიონ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ტურნირის გამარჯვებულები სპეციალურ პრიზსაც მიიღებენ – ლეგენდარული მოკრივის მუჰამედ ალის სახელობის თასს.