განთავისუფლებულია არტურ სარგსიანი, რომელმაც ერევნის საპატრულო პოლიციის ტერიტორიის დამპყრობ ჯგუფს საკვები მიაწოდა
არტურ სარგსიანი, რომელმაც 2016 წლის 17 ივლისს სომხეთის პოლიციის საპტრულო-გამშვები სამსახურის დამპყრობი ჯგუფის „სასნა ცრერის“ წევრებს საკვები მიაწოდა, გათავისუფლდა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულება „მსჯავრდებულთა საავადმყოფოდან“ გადაყვანილია სამედიიცინო ცენტრ „სომხეთში“.
17 ივლისს შეიარაღებულმა ჯგუფმა სომხეთის პოლიციის საპტრულო-გამშვები სამსახურის ტერიტორია დაიპყრო, მანამდე კი, დაახლოებით ერთი თვით ადრე დაკავებული ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვდა. „დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერი ჟირაირ სეფილიანი დაკავებული იყო იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გადატანის ბრალდებით. ამბოხებულები სეფილიანის გათავისუფლებას და სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის გადადგომას მოითხოვდნენ.
26 ივლისს, დაახლოებით დილის შვიდ საათზე არტურ სარგსიანმა საკუთარი ავტომობილით პოლიციის დაცვის ხაზი გადაკვეთა, რათა ჯგუფის წევრებისთვის პროდუქტები მიეწოდებინა. არტურ სარგსიანს, რომელსაც მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში „აცბეროხი“(პურის მომტანი) უწოდეს, საპატრულო პოლიციის ტერიტორიაზე შეჭრა და ადმინისტრაციული შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაპყრობა და დაკავება დასდეს ბრალად.
31 ივლისს შეიარაღებული ჯგუფი ჩაბარდა.
არტურ სარგსიანის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის პირადი თავდებობით შეცვლის თხოვნით გენერალურ პროკურატურას ეროვნული საკრებულოს 27 -მა დეპუტატმა მიმართა. ესენი არიან ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ „სომხეთის ეროვნული კონგრესის“, „ორინაც ერკირის“(კანონის ქვეყანა), სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტიუნის“, „მემკვიდრეობის“ წევრები, ასევე ის დეპუტატები, რომლებიც ფრაქციის წევრები არ არიან.
6 მარტს სომხეთის გენერალური პროკურორი ამ დეპუტატებიდან ექვსს შეხვდა, სარგსიანის მიმართ წარდგენილი ბრალდებები გააცნო, განუმარტა მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პირადი თავდებობის გამოყენების წესი, თავმდებთა უფლებები და მოვალეობები, ასევე – პასუხისმგებლობა.
დეპუტატებს მიეცათ შესაძლებლობა სარგისანი სასჯელაღსრულებით დაწესებულება „ მსჯავრდებულთა საავადმყოფოში“ მოენახულებინათ, რის შემდეგაც მათ უნდა დაედასტურებინათ ან უარი ეთქვათ თავიანთ განცხადებაზე.
როგორც „А1 plus“ გადმოსცემს, ექვსმა დეპუტატმა არამხლოდ დაადასტურა თავის თავდებობა, არამედ თითოეულმა 500 ათასი დრამის ოდენობის გირაოც შეიტანა.
გენპროკურორმა არტურ სარგსიანისთვის, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის პირადი თავმდებობით შეცვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, სარგსიანი გაათავისუფლეს და „მსჯავრდებულთა საავადმყოფოდან“ სამდიცინო ცენტრ „სომხეთში“ გადაიყვენეს.
ადვოკატი ტიგრან ეგორიანის თქმით, არტურ სარგისანის მდგომარეობა შფასებულია როგორც – მძიმე.