ყარაბაღში დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავს ზეიმობენ
ფოტოშ: artsakhpress.am, hetq.am
მთიან ყარაბაღში დღეს დამოუკიდებლობის გამოცხადების 26 წლისთავს აღნიშნავენ. ადრიანი დილიდან დაიწყო სადღესასწაულო ღონისძიებები, რომლებიც არამხოლოდ დედაქალაქში დაიწყო, არამედ ყველა ქალაქსა და სოფელში.
ყარაბაღში სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება დელეგაცია სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მეთურობით, ჩამოვიდნენ ასევე სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ყარაბაღის მაცხოვრებლებთან ერთად ოფიციალური პირები და უცხოელი სტუმრები სტეფანაკერტის აღორძინების მოედნიდან გაემართნენ ქალაქის მემორიალური კომპლექსისკენ, სადაც გამარჯვების სიმბოლოდ მიჩნეულ ძეგლთან ყვავილები და გვირგვინები დააწყვეს.
ყვავილები დღეს დააწყვეს იმ ჯარისკაცების საფლავებთანაც, რომლებიც ყარაბაღის ომში დაეცნენ. ჩატრდა ასევე მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის საპატიო ყარაულის საზეიმო მარში.
საღამოს აღორძინების მოედანზე შედგა საზეიმო კონცერტი, რომელიც ფეიერვერკით დასრულდა.
პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews -ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებს და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews იტოვებს უფლებას, წაშლოს პუბლიკაციაზე დართული ისეთი კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობის მოწოდებად, ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება მიჩნეული.