ყარაბაღის რეფერენდუმის დამკვირვებლებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ‘შავ სიაში“ შეიყვანენ
უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც მთიან ყარაბაღში რეფერენდუმის მონიტორინგის მიზნით იმყოფებიან, არასასურველ პირთა სიაში მოხვდებიან. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ჰიკმეტ გაჯიევმა .
„პირველადმა განხილვებმა ცხადყო, რომ ამ ადამიანების უმრავლესობის სახელები უკვე შეტანილია „არასასურველ პირთა სიაში“. ეს არიან სომხური ლობის წარმომადგენლები და ის პირები, რომლებიც სომხეთის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. კიდევ რამდენიმე პირის სახელი დაზუსტების შემდეგ აუცილებლად შევა ამ სიაში“, – უთხრა ჰიკმეტ გაჯიევმა სააგენტო „იტეფაქს-აზერბაიჯანს“.
დაწვრილებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა „შავი სიის“ შესახებ აქ წაიკითხავთ.
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებული რეფერენდუმი 20 თებერვალს ჩატარდება. საკონსტიტუციო რეფერენდუმის გზით ადგილობრივი მოსახლეობა გადაწყვეტს, თანახმაა თუ არა მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადასვლაზე. დაწვრილებით ყარაბღის რეფერენდუმის შესახებ აქ შეიძლება წაკითხვა.
მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთიანი ყრბაღის რეფერენდუმს არალეგიტიმური უწოდა.
მთიან ყარაბაღის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის მონაცემების თანახმად, ხმის მიცემის მსვლელობას მონიტორინგს გაუწევს 2017 დამკვირვებელი, მათ შორის 104 უცხოელი დამკვირვებელი 30-ზე მეტი ქვეყნიდან.