ფეხბურთის ევროპის თასების მეორე ეტაპზე ყველა აზერბაიჯანული გუნდი გავიდა
აზერბაიჯანი ევროპული საკლუბო ტურნირების მეორე ეტაპზე ერთბაშად ოთხი გუნდით წარდგება. ბაქოს “ინტერმა” და “ზირიამ” ყველა შესარჩევი თამაში მოიგეს, და მაქსიმალური შესაძლო შედეგი აჩვენეს. კიდევ ორმა კლუბმა – აგდამის “ყარაბაღმა” და “გაბალამ” – ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდმა, მეორე ეტაპის პირდაპირი საგზური თავიანთი მაღალი რეიტინგების წყალობით მიიღო.
სამხრეთი კავკასიის სხვა ქვეყნებიდან მეორე ეტაპში საქართველოსა და სომხეთის მხოლოდ თითო გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თანაც კენჭისყრამ აზერბაიჯანის და საქართველოს ჩემპიონები ერთმანეთთან დააწყვილა. “ყარაბაღი” 11 ივლისს “სამტრედიას” უმასპინძლებს. სომხეთის ჩემპიონ “ალაშკერტს” მოწინააღმდეგედ შეხვდა ძლიერი ბალარუსული გუნდი – “БАТЭ” .
სამი დანარჩენი აზერბაიჯანული გუნდის მეტოქეები აღმოჩნდნენ პოლონეთის, ლუქსემბურგისა და რუმინეთის გუნდები. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები თითქმის თანაბარია.