2017 წელს სომხეთში 7 ათასზე მეტი მაწანწალა ცხოველი გაანეიტრალეს
2017 წელს სომხეთში 3144 მაწანწალა ცხოველს ჩაუტარდა სტერილიზება, ორჯერ მეტი ნეიტრალიზებულია – 7632. ამის შესახებ ერევნის ოფისის პრეს-მდივანმა ლილიტ გრიგორიანმა განაცხადა.
ერევნის მერიამ ორგანიზაცია „იუნიგრაფ-იკსს“ ცხოველების დასამარხად 5000 კვ.მ გამოუყო დედაქალაქის ადმინისტრაციულ რაიონ ერენბუნიში, სადაც ცხოველების სასაფლაო აშენდა. „იუნიგრაფ-იკსის“ გარდა, ამ ტერიტორიაზე ცხოველების დამარხვის უფლება არავის აქვს.
ლილიტ გრიგორიანმა თქვა, რომ ერევნის ქალაქის ხელისუფლება მაწანწალა ცხოველებს შორის გადამდები დაავადებების გამოსავლენად ზომებს იღებს.
მან აღნიშნა, რომ ცხოველებს განსხვავებული დაავადებები აღენიშნებათ – შავი ჭირის ჩათვლით – „ზოგიერთი დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება, და ასეთ შემთხვევებში მაწანწალა ცხოველებს აძინებენ. ზოგიერთ დაავადებას ცხოველების გაშვებამდე სპეციალისტები მკურნალობენ. ყველა სტერილიზებულ ცხოველს, ვიდრე გაუშვებდნენ, რიგი დაავადების საწინააღმდეგო აცრას უკეთებენ და პარაზიტებისგან ასუფთავებენ“, – თქვა ლილიტ გრიგორიანმა.