სომეხმა მოჭიდავემ პარიზში მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
Фото: გოარ ნალბანდიანი, JAMnews
ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში არტურ ალექსანიანმა 98 კგ წონით კატეგორიაში ანგარიში 3:1 დაამარცხა რუსეთის წარმომადგენელი მუსა ევლოევი და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ნახევარფინალში არტურ ალექსანიანმა ანგარიშით 8:0 მოუგო უზბეკეთის წარმომადგენელ რუსტამ ასაკალოვს, ხოლო მეოთხედფინალში ანგარიშით 6:2 საქართველოს წარმოადგენელ რევაზ ნადარეიშვილთან ორთაბრძოლაში დაწინაურდა.
არტურ ალექსანიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 2014 და 2015 წლებში, 2012, 2013 და 2014 წლებში მას მოპოვებული აქვს ევროპის ჩემპიონის ტიტული. ალექსანიანი – 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონია, და 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. 2015 წელს სომხეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.
JAMnews არტურ ალქსანიანის მიღწევებზე წერდა, როდესაც ის სომხეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს მოჭიდავე ამბობს, რომ ყოველთვის თავშეკავებულად უდგება საკუთარ წარმატებებს. „ჩვენი ქვეყანა ძალიან სპორტულია, ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი გვყავს. მათ შორის პირველობა – ჩემთვის დიდი პატივია, ვფიქრობ, რომ მე გამარჯვებას შრომისმოყვარეობისა და ნებისყოფის წყალობით ვაღწევ. ძალიან მეხმარება მამაჩემი, რომელიც ჩემი მწვრთნელია, შეცდომებს ერთად ვასწორებთ. თითოეული ტურნირის შემდეგ მაშინვე ვივიწყებ წარმატებებსა და მარცხებს, ახალი შეჯიბრებებისთვის ვემზადები, და წინ ახალ მიზანს ვისახავ“, – თქვა არტურ ალქსანიანმა.