სომხეთში უგზოუკვლოდ დაკარგული რუსი კონტრაქტორი სტრიპტიზის მოცეკვავესთან აღმოჩნდა
JAMnews ადრე წერდა, რომ 35 წლის დმიტრი ლოშმანოვი სამხედრო ნაწილიდან საყიდლებზე კვირას, 16 აპრილს, დილის 9:30 გავიდა – და აღარ დაბრუნებულა.
პოლიციამ მას 19 აპრილს, საღამოს მუშის უბნის ერთ-ერთ სახლში მიაგნო და მისი გაქრობის გარემოებების გასარკვევად პოლიციაში წაიყვანა.
გაირკვა, რომ დმიტრი ლოშმანოვმა 16 აპრილს ხელფასი აიღო და მეგობრებთან ერთად ღამის კლუბ „ლაკიში“ წავიდა „განსატვირთად“.
ღამის კლუბში ის დათვრა, სტრიპტიზის მოცეკვავეები გაიცნო და ერთ-ერთ მათგანს ბინაში გაჰყვა – გიუმრის მუშის უბანში , – წერს სომხური გამოცემა Armtimes.am.
ლოშმანოვი სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თავის ახალ ნაცნობ ქალთან. როგორც კი მას ფული გაუთავდა, სტრიპტიზის მოცეკვავემ მაშინვე პოლიციას მიმართა, რომ დაკარგული სამხედრო მოსამსახურე მასთან არის და წაეყვანათ.
დღეს დილით კონტრაქტორი პოლიციიდან გამოუშვეს, – იტყობინება სომხეთის სამძებრო კომიტეტი, – „ლოშმანოვი ცოცხალია და ჯანმრთელი“.