სომხეთში მთავრობის ახალი შემადგენლობა გამოცხადდა
სომხეთის პრეზიდენტმა მოქმედი მინისტრების ყოფილ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანებულებებს მოაწერა ხელი. მთავრობის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.
შეიცვალა მხოლოდ იუსტიციის მინისტრი – არპინე ოვანისიანის ნაცვლად, რომელმაც 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სადეპუტატო მანდატი მიიღო და ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩიეს, დაინიშნა დავიდ არუტიუნიანი. ის იუსტიციის სამინისტროს ადრეც ხელმძღვანელობდა – 1998-2007 წლებში.
მანამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცეს კარენ კარაპეტიანი. როგორც სომხეთის რესპუბლიკური პარტიის პრეს-მდივანმა ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, საშუალება მისცეს წინა ხელისუფლებას, რომ კარენ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით მუშაობა გააგრძელოს.
კონსტიტუციის თანახმად, 2 აპრილის არჩევნების შედეგების მიხედვით ჩამოყალიბებული ახალი ეროვნული საკრებულოს პირველი სხდომის შემდეგ სომხეთის მთვრობა დათხოვნილი იყო.