სომხეთი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებას აპირებს
panorama.am
სომხეთი ევროკავშირთან „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან” დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. ამის შესახებ სომხეთი-ევროპის კავშირის თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა.
ამ დოკუმენტის წყალობით, სომხეთში მოქმედმა დიპწარმომადგენლობებმა უფრო ხანმოკლე ვადებში დაიწყეს ვიზების გაცემის შესახებ თავიანთი გადაწყვეტილების შეტყობინება – 10 დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში კი 1-2 დღეშიც; თანხა,რომლის გადახდაც აუცილებელია ვიზის მიღებისას, 60-დან 35 ევრომდე შემცირდა, ხოლო მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები ამ გადასახადისგან საერთოდ გაათავისუფლეს. ვიზების გაცემის პროცედურა ასევე მოთხოვნილი საბუთების რაოდენობის თვალსაზრისითაც გამარტივდა.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების პროცესის ოფიციალურად დაწყებისთანავე ევროკავშირი სომხეთს გარკვეულ მოთხოვნებს წაუყენებს. მათი შესრულების შემთხვევაში, დოკუმენტს ხელი მოეწერება. ამგვარი შეთანხმება უკვე ხელმწერილია ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
ახლახან პარაფირებულ სომხეთსა და ევროკავშირს შორის დადებულ ჩარჩო ხელშეკრულებაზე საუბრისას ედვარდ ნალბანდიანმა გამოთქვა იმედი, რომ ამ დოკუმენტს, ყოველმხრივი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ, უკვე ნოემბერში ბრიუსელში – აღმოსავლეთი პატრნიორობის სამიტის მსვლელობისას მოეწერება ხელი.
მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარენ ნაზარიანი იუწყებოდა, რომ ხელშეკრულების ტექსტი რედაქტირების, ჩასწორებებისა და ევროკავშირის ყველა ენაზე თარგმნის ეტაპზეა.