სომხეთი და ნატო ნდობის ფონდს შექმნიან
სომხეთი ნატოსთან ერთად ნდობის ფონდს შექმნის. ამის შესახებ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ მგერ ისრაელიანმა აცნობა.
„ნდობის ფონდის ფარგლებში ორი პროგრამის რელიზება იგეგმება. პირველის მიხედვით, გათვალისწინებულია 130 უსარგებლო ჯავშანმანქანის უტილიზება. მათი უტილიზება ნატოს პროგრამის ფარგლებში მოხდება. საამისოდ იგეგმება 1, 3 მილიონი ევროს მოზიდვა“, – თქვა ისრაელიანმა.
მისი თქმით, მეორე პროგრამა ჰუმანიტარულ განაღმვასა და საზღვრისპირა რაიონების მოსახლეობის ამ საკითხში გათვითცნობიერების მეთოდების დახვეწას ეხება.
როგორც თავდაცვის სამინისტროს თავდაცვით პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, ნდობის ფონდი უახლოესი ორი თვის განმავლობაში შეიქმნება.