სომხეთის პრეზიდენტმა და სომხეთში აშშ-ის ელჩმა გარგრის ხე ერთად დარგეს
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სომხეთის პრეზიდენტი დღეს ამ ქვეყნის საელჩოში მივიდა. სერჟ სარგსიანმა ელჩ რიჩარდ მაილსსა და საელჩოს თანამშრომლებს მიულოცა.
მეგობრული ურთიერთობების ნიშნად, პრეზიდენტმა სარგსიანმა და ელჩმა მაილსმა საელჩოს ტერიტორიაზე გარგრის ხე დარგეს.
რიჩარდ მაილსმა სერჟ სარგსიანს სტუმრობისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა, და აღნიშნა, რომ მოხარულია და ამაყი, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობის 241-ე წლისთავისა და სომხურ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების აღსანიშნავად აშშ-ის საელჩოსთან გარგრის ხე დარგო.
სერჟ სარგისიანმა განაცხადა, რომ დიდად აფასებს აშშ-სა და სომხეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მომენტიდან ჩაისახა, და „ამ სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში“ შეერთებულ შტატებთან დიალოგის მნიშვნელობას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი.
სერჟ სარგსიანმა მილოცვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც გაუგზავნა.