სომხეთისთვის ყველაზე მწვავე პრობლემებია – უმუშევრობა და სიღარიბე:
მოსახლეობის 36% უმნიშვნელოვანეს პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს;
17% – სიღარიბეს.
მიუხედავად ამისა, საშუალო შეფასება, თუ რამდენად ბედნიერად მიაჩნიათ თავი გამოკითხვის მონაწილეებს, საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა და, შესაძლო 10 ქულიდან, 6,8 – შეადგინა. ასეთია კვლევათა რესურსების კავკასიის ცენტრის (CRRC) მონაცემები.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მაცხოვრებლები საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან ყველაზე მეტად ჯარს (გამოკითხულთა 77%-მა ჯარისადმი აბსოლუტური ნდობა გამოხატა) და ეკლესიას (74%) ენდობიან.
იმავე კვლევის მონაცემების თანახმად,
გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხში ქვეყანა მთლიანად საკუთარ ძალებს უნდა ეყრდნობოდეს;
77%-ის აზრით, კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.
გამოკითხვაში სომხეთის 1648 სრულწლოვანი მოქალაქე მონაწილეობდა.