სომეხმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე 11 მედალი მოიპოვეს
ფოტო: სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
ხორვატიის სპლიტში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. სომეხმა სპორტსმენებმა 11 მედალი ჩამოიტანეს.
105 კგ. წონით კატეგორიაში მარტიროსიანმა ოქრო მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ორჭიდში ამერიკელმა მძლეოსანმა 414 კგ (184+230) დააფიქსირა და თავის ყველა კონკურენტს აჯობა.
სუპერმძიმე წონით კატეგორიაში (+105 კგ) სომხეთმა ორი სპოტრტსმენი წარადგინა: რიოს ოლიმპიური თამაშების ვრცხლის პრიზიორი გორ მინასიანი და რუბენ ალექსანიანი.
გორ მინასიანმა ორჭიდში ევროპის ვიცე-ჩემპიონის წოდება მოიპოვა, შედეგით – 446 (211+235) კგ. ბრინჯაოს პრიზიორი გახდა რუბენ ალექსანიანი, შედეგით 434 (190+244) კგ.
გორმა ასევე მოიპოვა მცირე ვერცხლის მედალი ატაცში (211კგ), ხოლო რუბენმა – მცირე ბრინჯაო აკვრაში (244კგ).
ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილები ქალთა ნაკრების წევრებმაც მოიპოვეს. 21 წლის სპორტსმენმა თათევ აკოპიანმა ორჭიდში, 90 კგ. წონით კატეგორიაში, შედეგით 230 (105+125) კგ, მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ის ასევე დაჯილდოვდა მცირე ბრინჯაოთი ატაცში, შედეგით 105 კგ.
სხვა სპორტსმენმა სონა პოღოსიანმა ასევე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ორჭიდში და მცირე ვერცხლი – აკვრაში, 126კგ.