სომეხი მოჭადრაკე ლევონ არონიანი Norway Chess 2017-ის გამარჯვებული გახდა
დიდოსტატი ლევონ არონიანი სუპერტურნირ Norway Chess-ის გამარჯვებული გახდა. ეს ტურნირი ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში ყოველწლიურად იმართება. მონაწილეების რეიტინგის მიხედვით, ის პრესტიჟულ ტურნირად არის მიჩნეული.
შეჯიბრის უკანასკნელ მე-9 ტურში შავებით მოთამაშე სომეხმა მოჭადრაკემ აშშ-ის წარმომადგენელ უესლი სოისთან პარტია ფრედ დაასრულა და 6 ქულა მოიპოვა.
პირველი ადგილისთვის ბრძოლაში არონიანის ერთადერთი კონკურენტი ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა ბოლო ტურში აშშ-ის სხვა წარმომადგენელთან ფაბიანო კარუანესთან დამარცხდა და 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
წელს გამარჯვებული პრიზის სახით 70 ათას ევროს მიიღებს.
Norway Chess-ის ტურნირის განმავლობაში ლევონ არონიანმა პარტიები მოუგო ნორვეგიელ მსოფლიო ჩემპიონს მაგნუს კარლსენს, მსოფლიოს ექს-ჩემპიონს, რუს ვლადიმირ კრამინკს, მსოფლიოს ჩემპიონობის ტიტულის ყოფილ პრეტენდენტს რუს სერგეი კარიაკინს.