სომეხი ექიმები ქუჩაში გამვლელებს წნევას უფასოდ გაუზომავენ
სომეხმა სპეციალისტებმა, მოქალაქეებისთვის არტერიული წნევის გამოვლენის მიზნით, უცხოელ კოლეგებთან ერთად აქცია დაიწყეს. აქცია 5 ივნისს დაიწყო და 25 ივნისამდე გაგრძელდება. ექიმები მოქალაქეებს წნევას პირდაპირ ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაუზომავენ.
აქციის ერთ-ერთი ინიციატორი, ერევნის მთავარი კარდიოლოგი, პროფესორი პარუნაკ ზალევიანი მიიჩნევს, რომ კამპანიის მიზანია ყურადღება გაამახვილოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არტერიული წნევაა, მოქალაქეებმა აიმაღლონ სამედიცინო განათლება და ისწავლონ პრობლემის დროულად აღმოჩენა:
„ჩვენს მოსახლეობაში გავრცელებულია ყალბი წარმოადგენა: ვთქვათ, თუკი ჩემს მეზობელს წნევის დროს X წამალი შველის, ეს წამალი მეც მიშველის, მაგრამ სპეციალისტები წლობით სწავლობენ, რომ სიმპტომები მიხედვით გამოავლინონ, თუ რომელი წამალი მოუხდება ამა თუ იმ პაციენტს“.
პარუნაკ ზელვეიანმა ასევე აღნიშნა, რომ ავადმყოფობის დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, თანამედროვე მედიცინას შეუძლია მისი გაკონტროლება:
„პაციენტები საკუთრივ ავადმყოფობისგან კი არ იღუპებიან, არამედ იმის გამო, რომ დროულ შედეგიან მკურნალობას ვერ იღებენ“.
აქციის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ ყოველწლიურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან, რომლებიც მაღალი არტერიული წნევით არის პროვოცირებული, თითქმის 10 მილიონი ადამიანი იღუპება. სომხეთში ამ დაავადებით დაახლოებით მოსახლეობის 30%-ია დაავადებული. ამ ჯგუფში ძირითადად 70 წლამდე და უფრო უფროსი პაციენტები შედიან.