სამხრეთი ოსეთი - „არაღიარებულთა ტურნირ“ ConIFA-ს ჩემპიონი
სამხრეთ ოსეთის ნაკრებმა მოიგო ConIFA-ს ეგიდით გამართული ევროპის არაღიარებული ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც ყარაბაღში 1-დან 9 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ფინალურ მატჩში ოსებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0, სძლიეს დასავლეთ სომხეთის ნაკრებს.
ახლა სამხრეთ ოსეთის ნაკრები მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ანუ შემდეგ ჩემპიონატამდე, კონიფას ვერსიით ევროპის ჩემპიონად ჩაითვლება.
ამჯერად, „არაღიარებულთა ჩემპიონატში“ მონაწილეობდა არაღიარებული ან ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკების 8 გუნდი. ყველა მათგანისთვის ConIFA-ს ტურნირები შეჯიბრების ერთადერთი შანსია, რადგან დიდ მსოფლიო ტურნირებზე მოხვედრა მათ არ შეუძლიათ.
• დაწვრილებით – რა არის ConIFA და როგორ ეჯიბრებოდა 8 გუნდი ერთმანეთს ყარაბაღში
სტეპანაკერტის შაუმიანის სახელობის სტადიონზე გამართულმა ფინალურმა მატჩმა 10 000-ზე მეტ მაყურებელს მოუყარა თავი.
თამაშს დრამატიზმი შესძინა იმ ფაქტმა, რომ ძირითადს დამატებულ დროში სამხრეთ ოსეთის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა და მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო.
ჩემპიონატზე მესამე ადგილი აფხაზეთის ნაკრებმა დაიკავა. მან ფრედ, 0:0 ითამაშა ძირითადი დრო ჩიმერიის დროშის ქვეშ მოთამაშე ალბანელების ნაკრებთან, თუმცა პენალტების სერიაში უფრო იღბლიანი გამოდგა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო