საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე მზადაა იარაღი სომხეთსაც მიჰყიდოს
ისრაელი მზად არის იარაღი ყველას მიჰყიდოს, მათ შორის – სომხეთსაც. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შავარშ კოჩარიანმა განაცხადა.
“ისრაელი ყოველთვის მზადაა , რომ ნებისმიერ ქვეყანას მიჰყიდოს იარაღი, მათ შორის სომხეთსაც“. იყიდის თუ არა ქვეყანა ისრაელის იარაღს, კოჩარიანის თქმით, „ფასთან დაკავშირებულ შეთავაზებასა და სხვა გარემოებებზეა დამოკიდებული“.
საგრეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ ასევე თქვა, რომ ისრაელი იარაღს სომხეთისადმი მტრული დამოკიდებულების გამო არ ყიდის.
ჟურნალისტების შეკითხვას, აწარმოებდა თუ არა სომხეთი როდესმე იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ისრაელთან, შავარშ კოჩარიანმა უპასუხა: „ეს შეკითხვა სხვა უწყების მისამართითაა“.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ამ კითხვაზე რეაგირება არ მოუხდენია.