როგორ თუ აკოცა?!
JAMnews-მა ცხინვალის ქუჩებში მცირე გამოკითხვა ჩაატარა. 19 ადამიანი გააჩერეს და ჰკითხეს: ‘რა აზრის ხართ იმაზე, ქუჩაში წყვილი ერთმანეთს რომ კოცნის?’ მხოლოდ ერთმა უპასუხა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს. დანარჩენები აღშფოთდნენ.
რამდენიმე კომენტარი ვიდეოგამოკითხვაში.
– ‘ქუჩაში ტუჩებში კოცნა არ შეიძლება. ჩვენთან ეს მიუღებელია და ქალაქში ასეთი რამ არასდროს ხდება.’
– ‘მე შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როდესაც ვხედავ, რომ ვინმე ქუჩაში ‘კოცნაობს’. არ მინდა, რომ ჩემმა შვილმა ეს ნახოს.’
– ‘შესაძლოა, სხვა ქალაქებში ეს დასაშვებიცაა. მაგალითად, როდესაც პირველად დავინახე, რომ მოსკოვის ცენტრში დგას წყვილი და ‘კოცნაობს’, ეს სცენა ერთგვარ პორნოფილმად აღვიქვი.’
– ‘იმ შემთხვევაშიც კი , თუკი რუსეთში მოვხვდები , სადაც ვიცი , რომ ადამიანები ასე იქცევიან ქუჩებში, მე ისე ვარ აღზრდილი, რომ იქაც არ ‘ვიკოცნავებდი.’
– ‘ოსისათვის ეს სრულიად არაკულტურული საქციელია, რადგან ოსეთი ოდნავ ამაღლებული ქვეყანაა და ამიტომ .’
– ‘არაა ლამაზი საქციელი, იმიტომ, რომ კავკასიაში ყოველთვის დიდი მნიშნელობა ენიჭებოდა მოკრძალებას.’
– ‘იმიტომ ჰქვია „ინტიმური“, რომ მხოლოდ ორ ადამიანს, ქალსა და მამაკაცს ეხება. მაშინ „ბავშვების კეთებას“ რატომ არ დაიწყებენ ქუჩაში’?
– ‘ქუჩაში კოცნა მისაღები მგონია. სტუდენტობის დიდი ნაწილი რუსეთში გავატარე და ყველაფერი, რაც კარგი გვაქვს ოსეთში, რუსეთიდან მოდის’.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 08.04.2016