როგორ ამოვარჩიოთ ახალი თევზი? - გვიყვებიან და გვირჩევენ აზერბაიჯანელი მეთევზეები
სიაზანი – პატარა ქალაქი აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კასპიის ზღვის სანაპიროზე, დედაქალაქიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზაზე. აქ ბევრი იკვებება თევზაობით, როგორც ვუგარი და მისი მეგობრები.
ვუგარი 11-12 წლის ასაკიდან იჭერს თევზს კასპიის ზღვაში. 5 წელზე მეტია, რაც ნავით გადის ზღვაში. მანამდე კი ნაპირიდან ანკესით და ბადით თევზაობდა.
აქ იჭერენ კუტუმს, კეფალსა და ვობლას. ზუთხის დაჭერა აკრძალულია – 2001 წელს აზერბაიჯანში დროებითი მორატორიუმი გამოაცხადეს ზუთხის დაჭერაზე. და არც მოიპოვება ზუთხი ნაპირთან ახლოს, ამბობს ვუგარი: „მისთვის ძალიან შორს უნდა შეცურო, თანაც, ტექნიკურად გამართული ნავით“.
„ეს სახლი ჩვენთვის ავიშენეთ – რომ პირდაპირ სანაპიროზე დაველოდოთ გათენებას – ან შესაფერის ამინდს“.
„ხშირად ბადეებში ხვდებიან ჩიტებიც. ისინი თევზის ამოღებას ცდილობენ და ფეხები ბადეში ებმებათ. ჩვენ მათ ვუშვებთ“.
ასეთ შემთხვევებში ამ ლუკის სახურავი უნდა გახსნა, უკან კიჩოზე უნდა დაჯდე და ნავის ცხვირი ნელ-ნელა იწყებს ამოსვლას. ნავში შემოსული წყალი დაბლა მიდის და საავარიო ლუკიდან გადის. ჩვენ 4-5 საათი ველოდით, სანამ ქარი არ ჩადგა და შემდეგ სწრაფად დავბრუნდით სანაპიროზე. ბადეებიც კი არ ამოვიღეთ“.
„არასოდეს იცი, რამდენ თევზს დაიჭერ. ხანდახან კარგი ამინდია, მაგრამ თევზი არ არის. ხანდახან კი ბადეებში იმაზე მეტი თევზია ხოლმე, ვიდრე ელოდი“.
„ხალხი ამბობს, რომ წლის ცხელ სეზონზე თევზის ჭამა არ შეიძლება, მაგრამ ეს ასე არ არის. თევზის ჭამა შეიძლება ზამთარშიც და ზაფხულშიც. მთავარია, რომ თევზი ახალი იყოს.
თევზი ახალია თუ არა, ასე საზღვრავენ: ახალ თევზს ლაყუჩები ღია ფერის და სველი აქვს და თუ თითს დააჭერ, ჩაღრმავება თავისით გასწორდება“.