როგორ ავარჩიოთ კარგი თაფლი
ადილ იუსუბოვი ცხოვრობს სოფელ ქიჩიქ დეჰნეში, რომელიც ქალაქ შექიდან საათ-ნახევრის სავალზე მდებარეობს და განთქმულია “ქიალაგაის” სახელით ცნობილი აბრეშუმის თავსაბურავებით, შაქის ხანების ძველი სასახლითა და ფეშენებელური სასტუმროებით.
საერთოდ, ადილ იუსუბოვი მათემატიკის მასწავლებელია და, ოცდაათ წელზე მეტია, სკოლაში მუშაობს. ამჟამად ის დირექტორის მოადგილეა, მაგრამ გარდა ამისა, ადილ მიუელლიმი (“ადილ მასწავლებელი”) თაფლის მაგარი სპეციალისტიც არის. ასეთი ჰობი, ფუტკრებთან საქმიანობის საიდუმლოებებთან ერთად, მას მამისგან ერგო. ადილ მიუელლიმს სკები საკუთარ ეზოში უდგას და ათწლეულების განმავლობაში ამ დარგში უამრვი საიდუმლო და აღმოჩენაც დაუგროვდა.