ორმხრივი სროლა გრძელდება
ფრონტისპირა სოფლების მკვიდრებმა ქალები და ბავშვები სხვა რეგიონებში, ნათესავებთან გახიზნეს და მოვლენების განვითარებას ელოდებიან: ‘ჯარის, თავდაცვის სამინისტროსა და ჩვენი პრეზიდენტის იმედი გვაქვს და თავადაც მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი,რაც ჩვენ ხელთ არის’. შეკითხვას – თუ როდის იყო ბოლოს ასეთი ინტენსიური შეტაკება – პასუხობენ, რომ ასეთი სროლა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისის შემდეგ არ ყოფილა – მას შემდეგ, რაც ზავი დაიდო. ‘სროლა ღამის სამ საათზე დაიწყო და ახლაც გრძელდება’.
02.04.2016, 23.50