მსოფლიოში მიგრანტების რაოდენობა მატულობს
დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, დღეს მსოფლიოში დაახლოებით 258 მილიონი მიგრანტია, რაც დედამიწის მთელი მოსახლეობის 3-4 პროცენტს შეადგენს. ერთ წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ, 2016 წლის სექტემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დევნილებისა და მიგრანტების შესახებ მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მონაწილე ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს, რომ სამართლიან მიგრაციულ პოლიტიკას განახორციელებენ და მიგრანტების მიმართ ქსენოფობიასა და მიუღებლობას შეებრძოლებიან.
დეპარტამენტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ დღეს მიგრანტების ძირითადი რაოდენობა (64%) მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ცხოვრობს. მიგრანტების სამი მეოთხედი შრომისუნარიანია, ისინი 20-დან 64 წლამდე არიან.
ყველაზე მეტი მიგრანტი აშშ-ში ცხოვრობს – დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი. შემდეგ მოდის საუდის არაბეთი, გერმანია და რუსეთი. თითოეულ ამ ქვეყანაში 12 მილიონი მიგრანტი იმყოფება.
ყველაზე ხშირად ადამიანები ინდოეთიდან და მექსიკიდან მიგრირებენ. 2017 წლის მონაცემებით, ამ ქვეყნებიდან, შესაბამისად, 17 და 13 მილიონი ადამიანი გაემგზავრა. რუსეთი და უკრაინა იმ ქვეყნების ათეულში შედიან, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი მიემგზავრება. 258 მილიონი მიგრანტიდან თითქმის 10 პროცენტი (დაახლოებით 26 მილიონი ადამიანი) – დევნილია.